Реклама
» » ზედმეტი კილოგრამები- საშუალება, რომელიც იდეალური წონის მიღებაში დაგეხმარება
Загрузка...
loading...

ზედმეტი კილოგრამები- საშუალება, რომელიც იდეალური წონის მიღებაში დაგეხმარება

ძალიან ძნელია, გაუძლო ცდუნებას და არ მიირთვა გემრიელი დესერტი, ნამცხვრები, ჩიფსები, ფასტ-ფუდი და ა.შ. რამდენჯერ შეპირებიხართ თავს, რომ „ხვალიდან“ ან „ორშაბათიდან დიეტას იწყებთ“? - ალბათ, ძალიან ბევრჯერ.

ან დაგიწყიათ დიეტა და რამდენიმე დღის შემდეგ ისევ კვების ჩვეულებრივ რეჟიმზე დაბრუნებულხართ. იდეალურ შემთხვევაში, დიეტის ეფექტი მაქსიმალურად რომ გავაძლიეროთ, პარალელურად სპორტდარბაზში ვარჯიშია საჭირო, აუცილებლად პირადი ფიტნეს-მწვრთნელის ზედამხედველობის ქვეშ, რომელიც გარდა იმისა, რომ სწორად გავარჯიშებთ, ინდივიდუალურ დიეტასაც დაგიწერთ.

რთული
ცხოვრების რეჟიმის გათვალისწინებით კი, ამ ყველაფრის შესრულება საკმაოდ ძნელი, ზოგჯერ კი წარმოუდგენელიცაა... სამსახურისგან დაღლილ-დაქანცულისთვის ფიტნეს-დარბაზში მთელი დატვირთვით ვარჯიში და ტრენაჟორებზე სიმძიმეების აწევა - გმირობის ტოლფასია. შემდეგ სახლში მისულმა შიმშილი უნდა დათრგუნოთ და მხოლოდ უცხიმო ხაჭოთი ან მაწვნით შემოიფარგლოთ.

ალბათ, დამერწმუნებით, ბევრს ეს უბრალოდ არ შეუძლია! არადა, როგორ გინდა, შენი სხეულის მასა სასურველ პარამეტრებს ერგებოდეს.
გთავაზობთ დიეტას ნახშირწყლების დაბალი შემცველობით. ამ შემთხვევაში არ მოგიწევთ შიმშილი. დიეტა დაბალი ნახშირწყლებით - კვების სისტემაა, რომელიც დამყარებულია პროდუქტებზე, რომლებიც დიდი რაოდენობით ცილებს შეიცავს. რაციონში მკვეთრად იზღუდება ნახშირწყლების მიწოდება, რის გამოც ორგანიზმი საჭირო ენერგიას საკუთარი ცხიმის რეზერვიდან იღებს.
ამ დიეტის მთავარი ღირსება ისაა, რომ არ დაიტანჯოთ შიმშილის გრძნობით. დიეტა მინიმუმ ერთი თვე უნდა დაიცვათ.

დღე პირველი (ორშაბათი)
საუზმე: ხაჭო 200 გრ, ვაშლი 1 ცალი, ჩაი ან ყავა (უშაქრო).
სადილი: თევზი და ბოსტნეული (მოხარშული ან გამომცხვარი) 200 გრ.
სამხარი: ვაშლი ან ფორთოხალი
ვახშამი: წიწიბურა და ხორცი - მცირე ულუფა.

დღე მეორე (სამშაბათი)
საუზმე: ომლეტი 2 კვერცხისგან, ვაშლი, ჩაი ან ყავა.
სადილი: მოშუშული ძროხის ხორცი სალათასთან და ცოცხალ ბოსტნეულთან ერთად - 200 გრ.
სამხარი: ხილი და ნატურალური იოგურტი.
ვახშამი: სოკოს სუპი.

დღე მესამე (ოთხშაბათი)
საუზმე: უცხიმო ყველი 100 გრ, ფორთოხალი, ყავა ან ჩაი.
სადილი: ქათმის სუპი
სამხარი: ვაშლი ან უტკბო იოგურტი.
ვახშამი: ჩაშუშული კომბოსტო ხორცთან.

დღე მეოთხე (ხუთშაბათი)
საუზმე: წიწიბურა
სადილი: ხორცი ბოსტნეულით 200 გრ
სამხარი: ხილი.
ვახშამი: ყავისფერი ბრინჯი თევზთან ერთად.

დღე მეხუთე (პარასკევი)
უცხიმო ყველი 100 გრ და მოხარშული კვერცხი 2 ცალი, ჩაი ან ყავა
სადილი: მჭლე ღორის ხორცი 200 გრ და ბოსტნეულის სალათა.
სამხარი: ერთი ჭიქა იოგურტი და ვაშლი.
ვახშამი: მოთუშული ბოსტნეული ქათამთან ერთად.

დღე მეექვსე (შაბათი)
საუზმე: ხაჭო 200 გრ, ჩაი ან ყავა.
სადილი: სუპი ხორცის ბულიონით.
სამხარი: ხილი
ვახშამი: გამომცხვარი თევზი 200 გრ, ბრინჯი.

დღე მეშვიდე (კვირა)
საუზმე: წიწიბურა, ჩაი ან ყავა
სადილი: სოკოს სუპი
სამხარი: ნატურალური იოგურტი 200 გრ. ფორთოხალი
ვახშამი: გამომცხვარი ღორის ხორცი ბოსტნეულთან ერთად 200 გრ.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 161
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული