Реклама
» » ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნალი დაიკრა და მაინცდამაინც უცხოეთში გადაიხვეწო...
Загрузка...
loading...

ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნალი დაიკრა და მაინცდამაინც უცხოეთში გადაიხვეწო...

ამას წინათ ერთი პოსტი წავიკითხე -დაახლოებით ასე ჟღერდა (ზუსტად არ მახსოვს)-ნალი კარებზე კი არა ფეხებზე უნდა დაიკრაოოოო....
უამრავი გაზიარება ჰქონდა, მეტწილად ემიგრანტები აზიარებდნენ და მათი კარგად მესმის, რადგან მეც ემიგრანტი ვარ...თუმცა ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ ნალი დაიკრა და მაინცდამაინც უცხოეთში გადაიხვეწო...აბა ჩვენ დაქცეულ საქართველოში ჯერ რკინის ქალამნები უნდა ჩაიცვა, რკინის ნერვებით აღიჭურვო და ეძებო, ეძებო, ეძებო სამსახური და ისე გაცვდება შენი ქალამნები ვერაფერს ვერ იპოვი, ან თუ იპოვე მათხოვრული ანაზღაურებით და ვირული შრომით.
ესეც ჩვენი ქვეყანა, სამშობლო და ხელისუფლება, რომლებსაც (ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ძალას)ბოდიში და სულ ფეხებზე არ კიდიხარ?....
და კიდე ვიზის პირობებს ნუ არღვევთ თუ არა განახებთ რაც მოგივათო...ნეტა თუ ვერ ხვდებიან ქვეყნიდა წასვლის შანსი თუ მიეცა ადამიანს, მანდ როგორ დაბრუნდება ერთი ათი წელი მაინც...თუ შრომობს , ფულიც აქვს...იცის, რომ აღარ მოშივდება, აღარ შეცივდება, ბანკები აღარ დააწიოკებენ , კიდეც იმკურნალებს და კიდეც ისწავლის თვითონაც და მისი ოჯახის წევრებიც. ესაა რეალობა, ესაა სიმართლე, ტკივილი და წუხილი. განა შანის მოგებით ვამბობ? არა, ბატონო, მეც ძალიან მინდა ჩემს შვილებთან ვიყო..დილით ჩაის ვასმევდე, სკოლაში ვუშვებდე და მეც სამსახურში მივდიოდე..საღამოობით კი მთელი ოჯახი ტელევიზორს ვუყურებდეთ მშვიდად და ბედნიერად... მაგრამ სადაა...скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 119
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული