Реклама
» » მინდა გკითხოთ.. ხვდებით თუ არა , რომ ემიგრაციაში თაობათა ცვლა იწყება....
Загрузка...
loading...

მინდა გკითხოთ.. ხვდებით თუ არა , რომ ემიგრაციაში თაობათა ცვლა იწყება....

მოკლე მინდა ჩემი გულისტკივილი გამოვთქვა, უფრო სწორად გკითხოთ, ხვდებით თუ არა , რომ ემიგრაციაში თაობათა ცვლა იწყება....უცხოეთში სამუშაოდ წასული დედების უმრავლესობა ბებიები და დიდი ბებიებიც კი გახდნენ, ანუ ასაკი მოემეტათ, მოხუცდნენ, ზოგიერთი მათგანი 70- დან 80 წლამდე არიან...ისე ენერგიულები ვეღარ არიან თუმცა ბოლომდე ცდილობენ შეინარჩუნონ პოზიციები...ერთ-ერთი მათგანი მე ვარ...აღარ მახსოვს საბერძნეთში როდის ჩამოვედი, მე მგონი პირველი ემიგრანტი ვიყავი...მის შემდეგ ვმუშაობ და ვმუშაობ...უკვე შვილთაშვილები მყავს, მაგრამ საქართველოში ჩემი ოჯახის არც ერთ წევრს არც არასდროს უმუშავია და არც ახლა მუშაობენ. მე კი ფაქტიურად დავუძლურდი-78წლის ვარ...ერთი მითხარით ჩემზე უმცროსი მოხუცის მოსავლელად ხომ არ ამიყვანენ...ასე, რომ გადავწყვიტეთ და ჩემი რძალი ჩამოვიყვანე (ჩემი უქნარა შვილი და პატარა შვილიშვილიც), ცოტა ხანს გავჩერდები ალბათ კიდე, სანამ აქაურობას შეეჩვევიან და დავბრუნდები. ახლა ის იმუშავებს სანამ შეძლებს და მერე არ ვიცი...მე ალბათ ვეღარ გავიგებ რას იზამენ და როგორ ...
ასეა ჩემო კარგებო...ჩვენი ოჯახების უმრავლესობას ერთად ყოფნა არ გვიწერია...სულ ტყუილად ვოცნებობდი...ვიმუშავებ, დავბრუნდები და ერთად ვიქნებით-თქო... ნეტა რამდენი ხართ ჩემს დღეში და კიდევ რამდენი აღმოჩნდებით....скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 961
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული