Реклама
» » რას ნიშნავს თუკი სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადეთ
Загрузка...
loading...

რას ნიშნავს თუკი სასწორის ზოდიაქოს ნიშნით დაიბადეთ

ზოდიაქოს რკალი თორმეტ ნიშნად იყოფა და მათგან თითოეულს გააჩნია ხასიათში გამოკვეთილი ნაკლი და ღირსება. თუმცა, ადამიანის სულიერ განვითარებას ზუსტად ის განაპირობებს რამდენად შესწევს მას დაძლიოს ნაკლოვანებები და წინ წამოსწიოს ის დადებითი თვისებები, რომელიც მას ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე კოსმოსმა უბოძა...

მაშ ასე - რა პრიორიტეტები აქვს სასწორს

სასწორის ზოდიაქოს პლანეტა ვენერას მართვაში იმყოფება. შესაბამისად, ამ ხალხს, არ აქვს მნიშვნელობა ქალია იგი თუ მამაკაცი, ყოველთვის გააჩნია განსაკუთრებული შარმი და ჰარმონიული გარეგნობა. ამასთან ერთად, მათი ძირითადი "კოზირი" – გულითადი და სანდომიანი ღიმილია, რის ხარჯზეც სასწორი გარშემო ყველას ან თითქმის ყველას მოსწონს უპირობოდ.

სასწორები ბუნებით უკონფლიქტო ხალხია. მათ უმრავლესობას არ უყვარს ბილწსიტყვაობა და იშვიათად გამოირჩევიან საზოგადოებაში უგვანი საქციელით. როგორც წესი, ეს ხალხი ყოველთვის მაქსიმალურად ცდილობს, საკუთარი ადგილი დაიკაოს სოციუმში. თუმცა, ამას ისინი არასოდეს აკეთებენ უხეშობის, აგრესიის ან სხვების დაჩაგვრის ხარჯზე. ჭეშმარიტი სასწორი პუბლიკას საკუთარი დიპლომატიურობითა და სირბილით ხიბლავს. თუმცა, როცა მის ვენერასეულ, მომხიბვლელ ღიმილს შეჰყურებთ და ფიქრობთ, რომ თქვენ წინ მჯდომი ადამიანი ბამბასავით ფაფუკი და შოკოლადის ნაყინივით ტკბილია, უპრიანი იქნება გაიხსენოთ ისიც, რომ სასწორს ოპოზიციურ ნიშნად ზოდიაქოს რკალზე ხისთავიანი და აგრესიული ვერძი უზის. ჰოდა, თუკი მის მოთმინებას ბოროტად გამოიყენებთ, თავაზიანად მოღიმარმა ინდივიდმა შესაძლოა ერთ დღეს მადიანი ალიყურიც გაჭამოთ თუ უშუალოდ მუშტით არა, საქციელით მაინც.

გავიხსენოთ მსოფლიოში სახელგანთქმული ლამაზმანი, მისი თაობის უამრავი მამაკაცის ოცნება – ბრიჯიტ ბარდო, ზოდიაქოს ნიშნით სასწორი. მასში სწორედ ზემოხსენებული ვერძის თვისებებს ვხვდები აქტიურად. ნუ დაგვავიწყდება, რომ ოპოზიციები ოდესღაც ერთ მთლიანობას წარმოადგენდნენ. ამიტომ ყველაზე რბილ სასწორსაც შეიძლება ჰქონდეს წვეტიანი რქები, სადმე საფუძვლიანად გადანახული. ამასთან ერთად, პლანეტა სატურნი, რომელიც თხის რქის ზოდიაქოს მმართველად ითვლება, ასტროლოგიურად სწორედ სასწორის ნიშანში ახდენს კულიმინაციას. შესაბამისად, მიუხედავად გარეგნული სირბილისა ამ ხალხს გასაოცარი სიჯიუტე, პრინციპულობა და მოქნილობაც გააჩნია.

შემთხვევითი როდია, რომ სწორედ სასწორის ნიშნით ვხვდებით რეალობაში არაერთ შესანიშნავ ადვოკატს, იურისტსა და კანონდამცველს. სასწორის უმთავრესი ღირსება ხომ სამართლიანობაა – გაიხსენეთ თემიდა. თუმცა პრობლემა ზოგჯერ ის გახლავთ, რომ სამართლიანობის პრინციპის დამცველ სასწორს, თავად ამ სამართლიანობისთვის საბრძოლველად ზოგჯერ თემიდასებური სიბრმავე შეეყრება ხოლმე და იმდენ ხანს არკვევს მოპაექრე მხარეებს შორის მტყუან-მართლის რაობას, საბოლოოდ ერთმნიშვნელოვან გადაწყვეტილებამდე მისვლა უძნელდება. და აი, სწორედ აქ უნდა გაიხსენოს მან მოპირისპირე ნიშნის ვერძის პრინციპულობა და ეგზალტირებული სატურნის პრინციპები, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძენს იგი ჭეშმარიტად სამართლიანი მოსამართლის იმიჯს და მოახერხებს ჩვეული ღიმილით, მაგრამ მტკიცე ნებით ნებისმიერი უსამართლობა აღკვეთოს ამქვეყნად.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 35
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული