Реклама
» » რას მოუტანს ადამიანებს მორიელის ხანა და რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ შემდეგ კვირაში - 23-29 ოქტომბერს - ასტროლოგები გვარწმუნებენ, ვასკვლავები საუკეთესო მრჩეველია. მხოლოდ კარგად უნდა მოვუსმინოთ მათ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ
Загрузка...
loading...

რას მოუტანს ადამიანებს მორიელის ხანა და რისი გაკეთება უნდა მოვასწროთ შემდეგ კვირაში - 23-29 ოქტომბერს - ასტროლოგები გვარწმუნებენ, ვასკვლავები საუკეთესო მრჩეველია. მხოლოდ კარგად უნდა მოვუსმინოთ მათ და სწორი არჩევანი გავაკეთოთ

ჭეშმარიტად მორიელური კვირა მოდის, იმიტომ რომ, უკვე ორშაბათიდან მზესთან ერთად მთელი სტელიუმი (პლანეტათა აღლუმი) მორიელის ზოდიაქოს ნიშანში იქნება და, რა თქმა უნდა, გიხაროდეთ მორიელებო. პირველ რიგში თქვენთვისაა დამდეგი კვირა ნაყოფიერი, დინამიკური და წარმატებული. თუმცა, იგივე სტელიუმი არც წყლის სტიქიის სხვა წარმომადგენლებს კერძოდ კირჩხიბებსა და თევზებს დაწყვეტს გულს და მათთვისაც საკმაოდ მომგებიანად დალაგდება სიტუაცია მიმდინარე კვირის მანძილზე.

24 ოქტომბერს, მერკურისა და ნეპტუნის ასპექტის გამო ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრებაში გააქტიურდება ინტრიგებისა და ჭორების ალბათობა. ეს ის დღეა ასევე, როცა მაქსიმალურად უნდა ვერიდოთ ილუზიების შექმნას განსაკუთრებით ფინანსურ თემატიკასთან დაკავშირებით და ნებისმიერი საკითხი რაც ფულს ეხება, ობიექტურად და ფხიზელ გონებაზე გადავჭრათ.

26 ოქტომბერს მზისა და იუპიტერის შეერთება მორიელის ზოდიაქოს ნიშანში, ერთობ ორსახოვან სიტუაციას შექმნის. ერთი მხრივ ეს კარგი დროა მსხვილბიუჯეტიანი ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად, გარკვეული რისკის გასაწევადაც კი ბიზნეს სფეროში. თუმცა, მეორე მხარეც აქვს ამ ასპექტს - ამიტომ ნებისმიერი თქვენი ქმედება, რომელიც მორალისა და ეთიკის ნორმებს ეწინააღმდეგება, შესაძლოა მყისიერად იქნეს გამოაშკარავებული და ფართო მასშტაბიანი სკანდალის მიზეზად იქცეს. მოკლედ, გამორიცხული არ არის ზოგიერთმა ადამიანმა ზუსტად ამ დღეებში ე.წ. "სკანდალურ პოპულარობას" გამოჰკრას ხელი. რაც საბოლოო ჯამში, მისსავე კარიერაზე აისახება ნეგატიურად.

ზემოთქმულ ინფორმაციას, 28 ოქტომბერს ვენერასა და პლუტონის კვადრატიც დაუმატებს სიმძაფრეს. რაც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში საკუთარი ძალაუფლების რყევის ტენდენციას გამოიწვევს. განსაკუთრებით მათთვის იქნება ეს ასპექტი აქტუალური, ვისი ძალაუფლებაც ძირითადად ფულსა და მატერიალურ სახსრებს ემყარება. ამიტომ ამ კვირის მანძილზე მნიშვნელოვანი მესიჯი ასეთია - არ გადააბიჯოთ საზოგადოებაში დაშვებულ მორალურ-ეთიკურ საზღვრებს, რაც არ უნდა დიდი ძალაუფლება გეპყრათ ხელთ.

ვენერა-პლუტონის ნეგატიური ასპექტი პირად და სასიყვარულო კავშირებშიც შექმნის პრობლემებს. რომელთაგან უმთავრესიც ეჭვიანობისა და საყვარელი ადამიანის ემოციურ დონეზე კონტროლის მცდელობას უკავშირდება. აქედან გამომდინარე ამ პერიოდში, ისე როგორც არასდროს, აუცილებელია აკონტროლოთ პარტნიორით მანიპულაციის მოთხოვნილება და მესაკუთრული ინსტინქტები. მით უმეტეს, რომ 22 ოქტომბრიდან პლანეტა მარსის გადასვლა ქალწულის ზოდიაქოს ნიშნიდან სასწორის ზოდიაქოს ნიშანში, უახლოესი ერთი თვის მანძილზე ზუსტადაც რომ პარტნიორულ კავშირებში მოგვთხოვს დიპლომატიური და წინდახედული ნაბიჯების განხორციელებას.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 227
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული