Реклама
» » გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახე

გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახე

გარგარი ორგანიზმისთვის აუცილებელ ნივთიერებათა უნიკალურ წყაროს წარმოადგენს. ის შეიცავს ადვილად ასათვისებელ ნახშირწყლებს (გლუკოზას, ფრუქტოზას, საქაროზას), ორგანულ მჟავებს, მინერალურ (კალიუმის, კალციუმის, რკინის, ფოსფორის) მარილებს, A, B ჯგუფის, C, PP და სხვა ვიტამინებს, პექტინებს, არომატულ, მთრიმლავ და სხვა სასარგებლო ნივთიერებებს. ამ ნაერთთა ბუნებრივი კომბინაციის წყალობით გარგარს არა მარტო კვებითი, არამედ სამკურნალო ღირებულებაც აქვს. გარქარის კანი გაცილებით მეტ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, ვიდრე რბილობი.

განსაკუთრებით სასარგებლოა ცოცხალი ხილი, ოღონდ ის გამდინარე წყალში კარგად უნდა გაირეცხოს. მწიფე, საღი ნაყოფი ხავერდოვანი, არომატული და მკვრივია. რბილობის ფერი ბაცი ყვითლიდან მკვეთრ ნარინჯისფრამდე ვარირებს (რაც უფრო მეტია კაროტინის შემცველობა, მით უფრო ინტენსიურია შეფერილობა). გარგარი ცუდად ინახება და მალე ფუჭდება, შენახვით კი უმჯობესია, შეინახოთ არა მაცივარში, არამედ ოთახის ჩვეულებრივ ტემპერატურაზე, თანაც არა თასით, არამედ ჰორიზონტალურ ზედაპირზე ერთ წყებად განლაგებული. გარგარის ჩირიც ძალიან სასარგებლოა და მთელი წელი შესანიშნავად ინახება. გარგარის ნაყოფისგან ამზადებენ კომპოტს, მურაბას, წვენს, ჟელეს, ჯემს, გულსართს ნამცხვრებისათვის, ტკბილ კურკას ხშირად იყენებენ ნუშის ნაცვლად. აღმოსავლურ სამზარეულოში პოპულარულია გარგარის ჩირით შეკაზმული კერძები. გარგარის გემო უხდება ინდაურის, იხვის, ცხვრისა და ღორის ხორცს.თუ გარგარის მურაბას ან კონფიტიურს ხარშავთ, ხილთან ერთად მოხარშეთ გარჩეული კურკის გული, დამტვრეული ნაჭუჭი კი მოათავსეთ დოლბანდში და ჩააგდეთ ადუღებულ მურაბაში - პროდუქტი მკვეთრ გემოს მიიღებს. ჩაციებულ ვარდისფერ ღვინოსთან ერთად შეიძლება სუფრასთან მიიტანოთ მაყალზე შემწვარი ქონის ნაჭრებში გახვეული გარგარის ჩირი - ის ნამდვილი დელიკატესია. შინ გარგარის ჩირის მომზადება ამგვარად შეიძლება: გარეცხილი, გამშრალი და ორად გაყოფილი გარგარი დააწყვეთ თუნუქის ფურცელზე და შედგით ღუმელში, ღუმელი გაახურეთ მინიმალურ ტემპერატურამდე და კარღია დატოვეთ. სითხე დაშრება, გარგარი კი რბილი დარჩება. ასე მომზადებული ჩირის შენახვა შესაძლებელია 8-10 დღის განმავლობაში, სასურველია მაცივარში. გარგარის ჩირი შესანიშავი სისხლის აღმდგენი საშუალებაა. ის ნიგოზთან, ქიშმიშსა და თაფლთან ერთად საუცხოოა ანემიის დროს.
გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახე
გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახე
გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახე
გარგარი - ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ, ხილის ამ სახეობის შესახეскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 13-05-2018, 09:33
ნანახია: 135
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама