Реклама
» » როგორ მოქმედებს ღიმილი ადამიანზე
Загрузка...
loading...

როგორ მოქმედებს ღიმილი ადამიანზე

ღიმილი ყოველთვის სითბოსა და სიხარულს არ გამოხატავს. ის ასევე შეიძლება იყოს გესლიანი, ქედმაღლური.

ვისკონსი-მედისონის უნივერისტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რომ ღიმილზე ადამიანის ფიზიოლოგიური რეაქცია დამოკიდებულია მისგან წამოსულ შეტყობინებაზე. მაგალითად, დომინირების გამომხატველი ღიმილი იწვევს ადრესატის ორგანიზმში სტრესის ჰორმონის კონცენტრაციის გაზრდას.

კვლევის ფარგლებში მამრობითი სქესის სტუდენტები ექსპრომტად უნდა გამოსულიყვნენ სხვა სტუდენტების წინაშე, რომელთაც უნდა შეეფასებინათ გამოსვლა. სპეციალისტები ზომავდნენ მოხალისეთა გულისცემის სიხშირესა და კორტიზოლის (სტრესის ჰორმონი) დონეს.

კვლევამ აჩვენა, რომ დომინირების გამომხატველი ღიმილის დანახვისას, მონაწილეები მეტ სტრესს განიცდიდნენ. კორტიზოლის დონე მათ უფრო მაღალი ჰქონდათ და მაჩვენებელი ნარჩუნდებოდა გამოსვლის დასრულების შემდეგაც. მოწონების გამომხატველი ღიმილი შესაფასებელ სტუდენტს იცავდა სტრესისგან და ამუხრუჭებდა სტრესის ჰორმონის დონის გაზრდას.

გარდა ამისა, მეცნიერებმა შეამჩნიეს, რომ გულისცემის მაღალი ვარიაბელობის მქონე მონაწილეები უფრო ძლიერად რეაგირებდნენ სხვადასხვა სახის ღიმილზე. გულის რითმის ვარიაბელობა შეიძლება დაქვეითდეს სხვადასხვა პათოლოგიისას, როგორიცაა სიმსუქნე, გულსისხძარღვთა დაავადებები და დეპრესია.

სავარაუდოდ, ეს მოშლილობები ართულებს სოციალური სიგნალების (ღიმილის) შეცნობას და ასუსტებს მათზე რეაქციას.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 41
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული