Реклама
» » როგორ მოვამზადოთ ნედლი ჯანჯაფილი ჩაის დასაყენებლად-მიღება, სასარგებლო თვისებები

როგორ მოვამზადოთ ნედლი ჯანჯაფილი ჩაის დასაყენებლად-მიღება, სასარგებლო თვისებები

ჯანჯაფილი:

აუმჯობესებს სახის კანის ფერს;
არეგულირებს ტვინში სისხლის მიმოქცევას;
ამახვილებს მეხსიერებას;
აატიურებს საჭმლის მონელების პროცესს;
განსაკუთრებულად რეკომენებულია ტკბილეულზე დასაყოლებლად ან მისი მიღების წინ;
არეგულირებს კუჭის მიკროფლორას;
კარგად კლავს წყურვილს ზაფხულის ცხელ დღეებში და მრავალი სხვა.
ზაფხულში შეგიძლიათ ჯანჯაფილის ჩაის მთელი დღის ნორმა ერთად დააყენოთ და გამოიზოგოთ დღის მანძილზე: აადუღეთ 2 ჭიქა წყალი და დაასხით 1-ლიტრიან ჭურჭელში მოთავსებულ ერთჯერად ჩაის 2 შეკვრას, 1 ს.კ. გახეხილ ნედლ ჯანჯაფილს და 2 ჩ.კ. ფხვნილს, 5-6 ფოთოლ პიტნას, 1 ჩ.კ. ილს. ჭურჭელს მჭიდროდ დაახურეთ თავზე და გაჩერეთ 15 წუთი. დაუმატეთ გემოვნებით თაფლი და შეავსეთ ცივი წყლით 1 ლიტრამდე. გაანაწილეთ დღის მანძილზე. სურვილისამებრ, დაუმატეთ რძე.
ჯანჯაფილის ჩაის მეორე ვარიანტი უკეთ გამოგადგებათ ზამთრის პერიოდში, როდესაც სხვადასხვა ვირუსების შემოტევას განვიცდით: 3 ს.კ. ჯანჯაფილი + 0,5 ჩ.კ. შავი პილპილი. დავასხათ 2 ლიტრი წყალი. გავაჩეროთ 15 წუთი. გავწუროთ. მივიღოთ ცხლად მთელი დღის მანძილზე. ყოველ ჯერხე თითო ჭიქა გაცხელებულ ჩაის დავუმატოთ გემოვნებით თაფლი და ლიმონი.
ჯანჯაფილის ჩაი გასახდომად : 2 ჩ.კ. ჯანჯაფილს დავასხათ 300 მლ მდუღარე, გავაჩეროთ 15 წუთი და დავუმატოთ 2 ლიმონის წვენი და 2 ჩ.კ. თაფლი. მივიღოთ სადილამდე 30 წუთით ადერე ნახევარი და ვახშმობამდე ნახევარი საათით ადრე ( შევათბოთ) მეორე ნაწილი.
ჯანჯაფილი ჭიების საწინააღმდეგოდ: 1 წილი ჯანჯაფილი, 1 წილი ნიორი, 20 წილი მდუღარე წყალი; შესაბამისად, 10 გრამ ჯანჯაფილზე, 10 გრამი ნიორი და 200 მლ წყალი. დავაყენოთ თერმოსში 20 წუთის მანძილზე, გავწუროთ და მივიღოთ დღის განმავლობაში. ეს ნაყენი ერთჯერადად თვეში ერთხელ შეგიძლიათ მიიღოთ მხოლოდ.
გაითავლისწინეთ, რომ:

ჯანჯაფილის მიღება არ არის რეკომენდებული მაღალი ტემპერატურის დროს, ვინაიდან ის კიდევ უფრო აწევს სიცხეს. ასევე არ მიიღოთ ის ზედმეტად ცხელი ამინდის დროს და სისხლდენისას.
თუ ძილის წინ ერთ ნაჭერ ლიმონზე 0,5 ჩ. კ. ჯანჯაფილსა და იგივე რაოდენობის შაქრის ფხვნილს მოაყრით და ისე მიიღებთ, ხელს შეუწყობთ სისხლის გათხელებას, ტვინის ჟანგბადით გამდიდრებას, ლიბიდოს ზრდას. დილით მიღებული ეს ნახავი განსაკუთრებით ეფექტურია იმათთვის, ვისაც დატვირთული გონებრივი მუშაობა უწევს.
როგორ მოვამზადოთ ნედლი ჯანჯაფილი ჩაის დასაყენებლად:

ჯინჯერი გავასუფთავოთ კანისაგან, დავჭრათ წვრილად, დავასხათ მდუღარე წყალი.

გახსოვდეთ

ჯანჯაფილი ეკრძალებათ იმათ, ვისაც კუჭ-ნაწლავის, ღვიძლის ქრონიკული დაავადებები, ჰემოროი ან სისხლდენისაკენ მიდრეკილება აქვთ, ასევე მაღალი წნევა, ტაქიკარდია ან გულის სხვა პათოლოგია. გარდა ამისა მისი მიღება არ შეიძლება იმათთვის, ვისაც დანიშნული აქვს შაქრის მარეგულირებელი პრეპარატები.

როგორ მოვამზადოთ ნედლი ჯანჯაფილი ჩაის დასაყენებლად-მიღება, სასარგებლო თვისებები
როგორ მოვამზადოთ ნედლი ჯანჯაფილი ჩაის დასაყენებლად-მიღება, სასარგებლო თვისებებიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 2-06-2018, 13:43
ნანახია: 122
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама