Реклама
» » საზაფხულო ხილის სალათა /sazafxulo xilis salata(კულინარია, რეცეპტები)

საზაფხულო ხილის სალათა /sazafxulo xilis salata(კულინარია, რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:

2/3 ჭიქა (160მლ) ფორთოხლის წვენი
1/3 ჭიქა (80მლ) ლიმონის წვენი
1/3 ჭიქა (75გ) ყავისფერი შაქარი
1/2 ჩაის კოვზი (1გ) ფორთოხლის გახეხილი კანი
1/2 ჩაის კოვზი (1გ) ლიმონის გახეხილი კანი
1 ჩაის კოვზი (5მლ) ვანილის ექსტრაქტი
2 ჭიქა (330გ) კუბიკებად დაჭრილი ანანასი(სურვილისამებრ)*
2 ჭიქა (330გ) უყუნწო და დაჭრილი მარწყვი*
3 ცალი გათლილი და დაჭრილი კივი
3 ცალი დაჭრილი ბანანი
2 ცალი გათლილი და დანაწევრებული ფორთოხალი
1 ჭიქა (160გ) ყურძნის მარცვლები*
2 ჭიქა (290გ) მოცვი
~ მომზადების წესი ~

1. დადგით ქვაბი საშუალოზე მაღალ ცეცხლზე. ჩაასხით ფორთოხლის წვენი, ლიმონის წვენი; ჩაყარეთ შაქარი და ციტრუსების ცედრა. მიიყვანეთ დუღილამდე, დაუწიეთ ცეცხლს და ადუღეთ, სანამ არ შესქელდება, დაახლოებით 5 წუთით. შემდეგ გადმოდგით ცეცხლიდან, შეურიეთ ვანილის ექსტრაქტი და დადგით გრილ ადგილას გასაცივებლად.

2. ამასობაში დაჭერით ყველა ხილი და ფენებად ჩაალაგეთ დიდი ზომის მინის თასში შემდეგი თანმიმდევრობით: ანანასი*, მარწყვი, კივი, ბანანი, ფორთოხალი, ყურძენი*, მოცვი. მოასხით სალათას მომზადებული ხილის სოუსი და შედგით მაცივარში 3-4 საათით. გემრიელად მიირთვით!
скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 26-02-2016, 22:23
ნანახია: 2 231
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама