Реклама
» » კარტოფილის სალათა გერმანულად /kartofilis salata germanulad(kulinaria, receptebi)
Загрузка...
loading...

კარტოფილის სალათა გერმანულად /kartofilis salata germanulad(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:

6-8 ცალი კარტოფილი
1 თავი ხახვი
1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
4 ნაჭერი ბეკონი
ზეთი შესაწვავად
1/4 ჭიქა თეთრი ძმარი
2 სუფრის კოვზი წყალი
3 სუფრის კოვზი შაქარი, ან ნაკლები გემოვნებისამებრ
1 ჩაის კოვზი მარილი
1/8 ჩაის კოვზი დაფქული შავი წიწაკა
~ მომზადების წესი ~

1. გათალეთ კარტოფილები და დაჭერით 2-2.5სმ ზომის კუბიკებად(უნდა მიიღოთ 3 ჭიქა კარტოფილის კუბიკები). ჩაყარეთ ქვაბში და დაფარეთ წყლით. დადგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს და ხარშეთ 10 წუთის განმავლობაში, სანამ არ დარბილდება. გადაწურეთ და გადადეთ გასაცივებლად.

2. ამასობაში, გათალეთ და თხლად დაჭერით პატარა თავი ხახვი. ასევე დაჭერით იმდენი ოხრახუში, რომ 1 სუფრის კოვზი გამოგივიდეთ.

3. შეწვით ბეკონის თხელი ნაჭრები საშუალოზე მაღალ ცეცხლზე, სანამ არ შეყავისფერდება და წაუხრაშუნებს(შეწვისას გადააბრუნეთ საჭიროებისამებრ). გადაალაგეთ შემწვარი ბეკონის ნაჭრები ხელსახოცზე, რომ დაიწრიტოს. შემდეგ დაჭერით ვიწრო ღერებათ და დატოვეთ გასაცივებლად.

4. საშუალო ცეცხლზე მოშუშეთ ხახვი იმ ცხიმში, რომელშიც ბეკონი შეიწვა. ჩაუმატეთ 1/4 ჭიქა თეთრი ძმარი, 2 სუფრის კოვზი წყალი, შაქარი, მარილი და დაფქული შავი წიწაკა. შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს და მიიყვანეთ დუღილამდე. შემდეგ ჩაუმატეთ კარტოფილი და შეურიეთ. მოაყარეთ დაჭრილი ოხრახუში და ბეკონის მასის ნახევარი. ურიეთ, სანამ არ გაცხელდება.

5. ბოლოს, გადაიტანეთ კარტოფილის სალათა გაშლილ ჭურჭელზე, მოაყარეთ ბეკონის მასის მეორე ნახევარი და გემრიელად მიირთვით, სანამ ცხელია.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 2 926
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული