Реклама
» » საფანელში შებრაწული ყვავილოვანი კომბოსტო

საფანელში შებრაწული ყვავილოვანი კომბოსტო

ინგრედიენტები:

ყვავილოვანი კომბოსტო - 600 გ

ხახვი - 1 ც.

ნიორი - 3 კბილი

საფანელი - 50 გ

მაგარი ყველი - 20 გ

ზეითუნის ზეთი - 3 ჩ.კ.

დაჭრილი კამა - 1 ს.კ.

პილპილი, მარილი - გემოვნებით



მომზადება:

1. გააცხელეთ ღუმელი 220 გრადუსამდე.

2. გარეცხეთ კომბოსტო და დაყავით ყვავილედებზე. დააწყეთ ღუმელის ფორმაზე და მოასხით ზეითუნის ზეთი. დააყარეთ მარილი და პილპილი. შედგით ცხელ ღუმელში და შებრაწეთ 20 წუთი, ყოველ 5 წუთში გააღეთ ღუმელი და გადააბრუნეთ კომბოსტო.

3. წვრილად დაჭერით ხახვი და ნიორი, სანამ კომბოსტო იბრაწება, მოშუშეთ ტაფაში. შემდეგ დაუწიეთ ცეცხლს, და დაამატეთ საფანელი, მოშუშეთ კიდევ 3 წუთი.

4. გადმოდგით ტაფა. როცა ნარევი გაგრილდება, დაამატეთ გახეხილი ყველი და წვრილად დაჭრილი კამა.

5. ცხელ კომბოსტოს დააყარეთ საფანელის, ყველისა და კამის ნაზავი და კარგად აურიეთ.

გემრიელად მიირთვით!
საფანელში შებრაწული ყვავილოვანი კომბოსტო
საფანელში შებრაწული ყვავილოვანი კომბოსტო
საფანელში შებრაწული ყვავილოვანი კომბოსტოскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 5-06-2017, 21:29
ნანახია: 739
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама