Реклама
» » პომიდორი კორეულად - უგემრიელესი დელიკატესი (კულინარია, რეცწრტები)

პომიდორი კორეულად - უგემრიელესი დელიკატესი (კულინარია, რეცწრტები)

ინგრედიენტები:

პომიდორი - 2 კგ

ბულგარული წიწაკა - 4 ც.
სტაფილო-2ც
ნიორი - 2 თავი

წითელი მწარე წიწაკა - 2 ც.

მწვანილი



შესაკაზმი:

ძმარი - 100 მლ

მცენარეული ზეთი - 100 გ

შაქარი - 100 გ

მარილი - 2 ს.კ.



მომზადება:

ბოსტნეული, პომიდორის გარდა, გაატერეთ ხორცსაკეპ მანქანაში. აურიეთ. მწვანილი წვრილად დაჭერით. პომიდორი გაჭერით შუაზე, თუ დიდია - ოთხად. შემდეგ ჩააწყეთ ფენებად სამლიტრიან ქილაში: ჯერ პომიდორი, შემდეგ ბოსტნეულის ნარევი, მწვანილი.

შესაკაზმად ყველა ინგრედიენტი გადაურიეთ ერთმანეთში და დაასხით ქილაში ჩაწყობილ პომიდორს. ქილას დაახურეთ პლასტმასის თავსახური და შედგით მაცივარში ამოტრიალებულ მდგომარეობაში (დადგით თავსახურით ქვემოთ).

ეს იმისათვის კეთდება, რომ დილით უკვე შეიძლებოდეს ზემოდან აღება. შემდეგ უკვე ინახავთ ჩვეულებრივ მდგომარეობაში. მეორე დღეს უფრო გემრიელია!
პომიდორი კორეულად -  უგემრიელესი დელიკატესი (კულინარია, რეცწრტები)
პომიდორი კორეულად -  უგემრიელესი დელიკატესი (კულინარია, რეცწრტები)скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 15-06-2017, 22:00
ნანახია: 1 115
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама