Реклама
» » ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის

ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვის

ზამთარში დაკონსერვებული პროდუქტები საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს, დიასახლისების უმრავლესობაც დროს სწორედ ასეთი პროდუქტების მომზადებას უთმობს. წარმოგიდგენთ ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათის მარტივ რეცეპტს (ე.წ. აჯაფსანდალი)

თქვენ დაგჭირდებათ:

ხახვი ნახევარი კგ
სტაფილო ნახევარი კგ
ბულგარული წიწაკა 1 კგ
ბადრიჯანი 1 კგ
პომიდორი 2 კგ
მარილი გემოვნებით
შაქარი 1 კოვზი
ძმარი 100 მგ
მზესუმზირის ზეთი 200 მგ

ქვაბში ჩაასხით ზეთი და დაამატეთ მითითებული ბოსტნეული (დაჭრილი) ასევე დაამატეთ მარილი და შაქარიც. კარგად მოთუშეთ და შემდეგ დაამატეთ პომიდორი. ადუღეთ დაბალ ცეცხლზე 45 წუთის განმავლობაში. პერიოდულად ურიეთ. ბოლოს დაასხით ძმარი და 2 წუთის შემდეგ გადმოდგით გაზქურიდან. ჩაასხით სალათი სტერილურ ქილებში და მიირთვით ზამთარში.

სალათს სიმშრალის გასანეიტრალებლად არ დაამატოთ წყალი, წყლის ნაცვლად გამოიყენეთ ზეთი.
ბულგარული წიწაკისა და ბადრიჯნის სალათი ზამთრისთვისскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 28-08-2017, 15:43
ნანახია: 1 092
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама