Реклама
» » მსხლისა და ყველის სალათა
Загрузка...
loading...

მსხლისა და ყველის სალათა

მსხლისა და ყველის სალათა
ეს ძალიან მარტივი, განსხვავებული და გემრიელი სალათაა. განსაკუთრებით მოგეწონებათ თუ შერეულ გემოებს აფასებთ – ერთდროულად მოტკბოს და მარილიანს.
1 ულუფისთვის:

25 გ რუკოლას ფოთლები
½ მსხალი
2 ს.კ მსხვილად დაფშვნილი ობიანი ყველი (ნებისმიერი სასურველი)
2 ს.კ დაჭრილი ნიგოზი (შეგვიძლია მოვხალოთ)
1 ს.კ ლიმონის წვენი
1 ს.კ ზეითუნის ზეთი
მარილი, პილპილი
რუკოლას ფოთლებს დამახასიათებელი გემო და ნიგვზის არომატი აქვს, რაც ამ სალათას განსაკუთრებულად უხდება. ამიტომ სხვა სახეობის სალათით თუ ჩავანაცვლებთ, სრულიად განსხვავებულ გემოს მივიღებთ.

ახლა გადავიდეთ რეცეპტზე, რომელიც უმარტივესია. ჯერ მოვამზადოთ დრესინგი: ზეთი, ლიმონის წვენი, მარილი და პილპილი ერთმანეთში შევურიოთ.

თეფშზე გადავიტანოთ რუკოლა და მოვასხათ 1 კოვზი სოუსი. ფრთხილად ავურიოთ, რომ სოუსი კარგად განაწილდეს. დავამატოთ თხლად დაჭრილი მსხალი, ნიგოზი და ყველი, მოვასხათ დარჩენილი სოუსი.

სალათა მზადაა. სასურველია მივირთვათ მაშინვე.
მსხლისა და ყველის სალათამსხლისა და ყველის სალათა
скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 74
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული