Реклама
» » კიტრის რულეტი-მარტივი, გემრიელი, განსხვავებული
Загрузка...
loading...

კიტრის რულეტი-მარტივი, გემრიელი, განსხვავებული

კიტრის რულეტის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
კიტრი - 2 ცალი;
ფეტა ყველი - 150 გრ;
ზეთისხილი - 80-100 გრ (უკურკო);
პომიდორი - 5 ცალი;
ლიმონის წვენი - 2 ს/კ;
არაჟანი - 150 გრ;
კამა - გემოვნებით;
შავი პილპილი და მარილი გემოვნებით.


მომზადების წესი:
დაჭერით კიტრი მაქსიმალურად თხელ ნაჭრებად; დაალაგეთ ქაღალდის ხელსახოცზე, რათა ზედმეტი სითხე შეიშროს.
შემდეგ, ძალიან წვრილად დაჭერით კამა, ზეთისხილი და პომიდორი.
მოზრდილ ჯამში ჩახეხეთ ყველი და გადაურიეთ არაჟანი. მოასხით ლიმონის წვენი.
დაჭრილი კომპონენტები (კამა, ზეთისხილი და პომიდორი) მოათავსეთ ჯამში და კარგად გადაურიეთ.

ახლა კი ყველაზე საინტერესო ეტაპი იწყება:
დაჭრილ კიტრზე სათავეში დადეთ 1 ჩაის კოვზი შიგთავსი და დაიწყეთ გადახვევა.
გადაახვიეთ რულეტები მჭიდროდ და შუა ნაწილში კბილის ჩხირებით დაამაგრეთ.
მომზადებული რულეტები გაშლილ თეფშზე გადაიტანეთ.

კიტრის რულეტი-მარტივი, გემრიელი, განსხვავებულიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 62
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული