Реклама
» » როგორ მოვამზადოთ კლასიკური ოლივიე
Загрузка...
loading...

როგორ მოვამზადოთ კლასიკური ოლივიე

სალათის მომზადების რამდენიმე საიდუმლო
კლასიკური ოლივიეს მოსამზადებლად საჭიროა:
ქათმის, ძროხის ან ინდაურის ხორცი - 400 გრ;
კარტოფილი (საშუალო ზომის) – 5 ცალი;
კვერცხი - 5 ცალი;
მჟავე კიტრი (პიკული) - 4 ცალი;
მოხარშული ბარდა - 300 გრ;
მწვანე ხახვი - 2 ცალი;
მაიონეზი - 200 გრ;
მარილი - გემოვნებით.


როგორ მოვამზადოთ კლასიკური ოლივიე
ქვაბში მოათავსეთ გარეცხილი კარტოფილი (კანიანად), კვერცხი და დადგით ნელ ცეცხლზე მოსახარშად.
ცალკე მოხარშეთ ხორცი (ქათამი, ძროხა, ინდაური).

როგორც კი კარტოფილი და კვერცხი მოიხარშება, დაელოდეთ მათ შეგრილებას, შემდეგ გაასუფთავეთ და დაჭერით კუბიკებად.
დაჭრილი ინგრედიენტები მოზრდილ თასში მოათავსეთ.
კიტრის მწნილს მოაჭერით თავი და ბოლო, დაჭერით ასევე კუბიკებად და გადაიტანეთ კარტოფილიან და კვერცხიან თასში.
მოხარშული ხორცი დააქუცმაცეთ ძალიან წვრილ ნაჭრებად და, ხორცთან ერთად, თასში ჩაამატეთ მოხარშული ბარდა და წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი. თასში მოთავსებული დაჭრილი ინგრედიენტები შეაზავეთ მარილით და მაიონეზით.


------------------------
რადგან ოლივიეს სალათს მჟავე კიტრს ვამატებთ, მარილი ძალიან ცოტა დასჭირდება, რათა კერძი არ გადაამლაშოთ.
ოლივიეს მომზადების დროს ქათმის, ძროხის ან ინდაურის ხორცი შეგიძლიათ თევზით ან კრევეტებით ჩაანაცვლოთ, მით უმეტეს, გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ლიუსენ ოლივიე მისივე სახელობის სალათის მომზადების დროს ზღვის პროდუქტებს ხშირად იყენებდა.
ოლივიეს მოსამზადებლად კარტოფილისა და კვერცხის რაოდენობის კლასიკური გათვლა მარტივია - კარტოფილი და კვერცხი ზუსტად იმდენი რაოდენობის უნდა იყოს, რამდენი სტუმარიცაა სუფრასთან.
სალათს, ასევე, შეგიძლიათ, დაუმატოთ მოხარშული სტაფილო და კამა.
ოლივიეს ზოგიერთ რეცეპტში გვხვდება ვაშლი, ფორთოხალი, ბროწეული, დამარინადებული ან შემწვარი სოკო, ავოკადო, სალათის ფურცლები, ნებისმიერი გემრიელი შებოლილი თევზი, წითელი ხიზილალა და უმი კომბოსტოც კი, რომელსაც უკრაინელები ამატებენ ხოლმე.
იტალიელები ოლივიეს მწვანე ლობიოთი ამზადებენ; გერმანელები - შებოლილი ძეხვით; ამერიკელები - თინუსით და კონსერვირებული სიმინდით; ესპანელები - კრაბის ჩხირებითა და სატაცურით; ბულგარეთში ოლივიეს სალათს ლორს ან სალიამს უმატებენ; ირანში ხორციან ოლივიეს სენდვიჩის შიგთავსად იყენებენ. ბერძნები, სერბები და პოლონელები კი ოლივიეს ხორცის გარეშე არასდროს მიირთმევენ.


ოლივიეს მომზადების რამდენიმე საიდუმლო
ხორცის ლამაზად და წვრილად დაჭრა რთულია, მაგრამ იმისთვის, რომ სალათი უფრო ესთეტიკურად გამოიყურებოდეს, მოხარშული ხორცი ჯერ საშუალო ზომის ნაჭრებად დაჭერით, შემდეგ კი დააბლენდერეთ.
არ გადახარშოთ კარტოფილი, რადგან ზედმეტად მოხარშული კარტოფილი კუბიკებად არ დაიჭრება და პიურეს დაემსგავსება. ის, რა თქმა უნდა, სალათის გემოს არ გააფუჭებს, მაგრამ სილამაზეს ნამდვილად დაუკარგავს.
კარტოფილისა და სტაფილოს რაოდენობა სალათის სხვა დანარჩენ კომპონენტებზე მეტი უნდა იყოს.
ოლივიეს სალათში ძალიან ლამაზად გამოიყურება სოფლის კვერცხი მკვეთრი ყვითელი გულით.
შეეცადეთ, ოლივიეს სალათისთვის დიდი ზომის მჟავე კიტრი არ შეარჩიოთ, ხოლო თუკი კიტრის მჟავეს უხეში კანი აქვს, უმჯობესია, გათალოთ, რათა ოლივიე უფრო ნაზი გამოვიდეს და სასიამოვნო გემო ჰქონდეს.
დაჭრილი მჟავე კიტრის ნაჭრები ცოტა ხნით საწურზე გადაიტანეთ, რათა ზედმეტი წვენისგან დაიწუროს.
მწვანე ხახვს დაჭრამდე დაასხით ადუღებული წყალი და რამდენიმე წუთით გააჩერეთ, რათა მას ზედმეტი სიმწარე გაუვიდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში სალათს მკვეთრი გემო ექნება.
ოლივიეს სალათი მაიონეზით უშუალოდ სუფრასთან მიტანამდე შეაზავეთ.
გასაფორმებლად კი შეგიძლიათ, გამოიყენოთ მწვანილები, ხორცის ნაჭრები, ბოსტნეული და ლამაზად დაჭრილი კვერცხი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 62
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული