Реклама
» » ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით-ყველაზე გემრიელი რეცეპტი

ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით-ყველაზე გემრიელი რეცეპტი

0.5 კგ ბადრიჯანი
100 გრ გატარებული ნიგოზი
50 გრ ხახვი
30 გრ ოხრახუში
2-3 კბილი ნიორი
ზაფრანა, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, დაფქული წიწაკა და მარილი - ეს ყველაფერი გემოვნებით.
მომზადების წესი:
კარგად გარეცხილ ბადრიჯანს მოაჭერით ყუნწი, გათალეთ ორი საპირისპირო მხრიდან, დაჭერით გრძლად და საშუალო ფენებად.
მოაყარეთ მარილი და გააჩერეთ, დაახლოებით, ათი წუთი. შემდეგ კარგად გაწურეთ.
გაცხელებულ ტაფაზე ბლომად მოასხით ზეთი და დაიწყეთ ბადრიჯნის შეწვა საშუალო ტემპერატურაზე.
როგორც კი ერთი მხარე შეიწვება, გადააბრუნეთ.
შემწვარი ბადრიჯანი ჯამზე ამოიღეთ და სანამ ცოტა შეგრილდება, შეგიძლიათ შიგ ჩასადები ნიგვზის მასალის მომზადებას შეუდგეთ.
ჩაყარეთ ჯამში ნიგოზი, დაამატეთ ძალიან წვრილად დაჭრილი ხახვი და ოხრახუში.
შემდეგ დააყარეთ უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ზაფრანა, დაფქული წიწაკა, მარილი და კარგად აზილეთ.
დაასხით სულ ცოტა წყალი, ისე რომ საშუალო სისქის მასა მიიღოთ.
ამასობაში, თქვენი შემწვარი ბადრიჯანიც გაგრილდებოდა.
აიღეთ ერთი ფირფიტა, თავშივე მოათავსეთ შეზავებული მასა თვალის ზომით და გადაკეცეთ იმდენჯერ, რამდენის საშუალებასაც ბადრიჯნის სიგრძე მოგცემთ.
შეგიძლიათ, ცოტა ნიგოზი ზემოდანაც გადაუსვათ
სუფრასთან მიტანამდე თეფშზე მწვანე სალათის ფურცლები დააფინეთ, გადაკეცილი ბადრიჯანი ზედ დააწყვეთ და ბროწეულით ან მოცხარით მორთეთ - ასე კერძი გაცილებით ლამაზად გამოიყურება
ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით-ყველაზე გემრიელი რეცეპტი
ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით-ყველაზე გემრიელი რეცეპტი
ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით-ყველაზე გემრიელი რეცეპტი
ბადრიჯანი ნიგვზის ფარშით-ყველაზე გემრიელი რეცეპტიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 28-05-2018, 17:04
ნანახია: 163
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама