Реклама
» » როგორ მოვამზადოთ მარტივი ინგრედიენტებით უგემრიელესი სალათა-სალათა შემწვარი კარტოფილით

როგორ მოვამზადოთ მარტივი ინგრედიენტებით უგემრიელესი სალათა-სალათა შემწვარი კარტოფილით

ინგრედიენტები
ქათმის ფილე - 200 გ
კარტოფილი - 2 ცალი
კამა - 1 კონა
ზეთი - გემოვნებით
დაკონსერვებული ბარდა - 100 გ
კიტრი - 1 ცალი
მაიონეზი - 2 ს/კ
მარილი - გემოვნებით
ლორი - 100 გ
მომზადების წესები
გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად კარტოფილი. ჩაყარეთ ცივ წყლიან ჭურჭელში და ცოტა ხანს გააჩერეთ.

შემდეგ გადაუღვარეთ წყალი და შეამშრალეთ კარტოფილი ქაღალდის ხელსახოცით.

ამ მეთოდით ბოსტნეულს ზედმეტ სახამებელს მოაშორებთ.

შეწვით კარტოფილი გახურებულ ზეთიან ტაფაში ან ფრიტიურში.

როცა კარგად დაიბრაწება, გადაიტანეთ კვლავ ქაღლდის ხელსახოცზე და ახლა მოაშორეთ ზედმეტი ცხიმი.

მარილწყალში მოხარშეთ ქათმის ფილე, გააგრილეთ და დაჭერით პატარა კუბიკებად.

გარეცხეთ, გაფცქვენით და დაჭერით ჩხირებად კიტრი, კუბიკებად დაჭერით ლორი, ხოლო კამა - წმინდად.

მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი სასალათეში, დაუმატეთ გადაწურული ბარდის კონსერვი, გემოვნებით მარილი, მაიონეზი და აურიეთ.

როგორ მოვამზადოთ მარტივი ინგრედიენტებით უგემრიელესი სალათა-სალათა შემწვარი კარტოფილით
როგორ მოვამზადოთ მარტივი ინგრედიენტებით უგემრიელესი სალათა-სალათა შემწვარი კარტოფილითскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 15-06-2018, 17:53
ნანახია: 208
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама