Реклама
» » სოკოს ტოლმა (სამარხვო)/sokos tolma(კულინარია, რეცეპტები)
Загрузка...
loading...

სოკოს ტოლმა (სამარხვო)/sokos tolma(კულინარია, რეცეპტები)

მასალა:

კომბოსტო 2 თავი



ფარში:

ქამა სოკო 1კგ.

ხახვი 3 თავი

მოხარშული ბრინჯი 0,5 ჭიქა

ტომატ–პასტა 2 ს/კ.

ქინძი 1 კონა

წიწაკა და მარილი გემოვნებით.



სოუსი:

ხახვი 3–4 თავი

ტომატ–პასტა 3–4 ს/კ.

წყალი 3–4 ჭიქა ან რამდენიც დასჭირდება

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად.
მომზადება:

კომბოსტო დავშალოთ ფოთლებად (თითოეულ ფოთოლს მაგარი ნაწილი მოვაჭრათ) და მოვწალოთ ადუღებულ წყალში, დარბილებამდე, შემდეგ თითოეულ ფოთოლში გადავახვიოთ მომზადებული ფარში, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მომზადებული სოუსი (სოუსი უნდა ფარავდეს ტოლმას) დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ მომზადებამდე.



ფარშის მომზადება:

სოკო დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ წვრილად დაჭრილ ხახვთან ერთად ზეთში, შემდეგ დავამატოთ წვრილად დაჭრილი ქინძი, ტომატ–პასტა, მოხარშული ბრინჯი, მოვაყაროთ წიწაკა, მარილი, კარგად ავურიოთ, ვთუშოთ 2 წუთი და შემდეგ გადმოვდგათ.



სოუსის მომზადება:

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ტომატ–პასტა, მარილი, ვთუშოთ 2–3 წუთი, შემდეგ დავასხათ წყალი და როდესც წამოდუღდება მოვასხათ ტოლმას.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 949
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული