Загрузка...

Реклама
» » ბრინჯის ტოლმა (სამარხვო) /brinjis tolma (კულინარია, რეეპტები)
loading...

ბრინჯის ტოლმა (სამარხვო) /brinjis tolma (კულინარია, რეეპტები)

მასალა:

კომბოსტო 2 თავი



ფარში:

ბრინჯი 400გრ.

სტაფილო 2–3ც.

ქინძი 1 კონა

ხახვი 3–4 თავი

ნიორი 1–2 კბილი

ოხრახუში 1 პატარა კონა

წიწაკა და მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად.



სოუსი:

ხახვი 3–4 თავი

ტომატ–პასტა 3–4 ს/კ.

წყალი 3–4 ჭიქა ან რამდენიც დასჭირდება

მარილი გემოვნებით

ზეთი შესაწვავად.
მომზადება:

კომბოსტო დავშალოთ ფოთლებად (თითოეულ ფოთოლს მაგარი ნაწილი მოვაჭრათ) და მოვწალოთ ადუღებულ წყალში, დარბილებამდე, შემდეგ თითოეულ ფოთოლში გადავახვიოთ მომზადებული ფარში, ჩავაწყოთ ქვაბში, დავასხათ მომზადებული სოუსი (სოუსი უნდა ფარავდეს ტოლმას) დავდგათ გაზქურაზე და ვხარშოთ მომზადებამდე.



ფარშის მომზადება:

სტაფილო დავჭრათ კუბიკებად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ვთუშთ 2 წუთი, შემდეგ დავამატოთ გარეცხილი ბრინჯი, წვრილად დაჭრილი მწვანილები, დანაყილი ნიორი, მოვაყაროთ მარილი, წიწაკა, დავასხათ 1,5 ჭიქა წყალი, კარგად ავურიოთ და ვთუშოთ 10–15 წუთი.



სოუსის მომზადება:

ხახვი დავჭრათ წვრილად და მოვთუშოთ ზეთში, დავამატოთ ტომატ–პასტა, მარილი, ვთუშოთ 2–3 წუთი, შემდეგ დავასხათ წყალი და როდესც წამოდუღდება მოვასხათ ტოლმას.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 696
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული