Реклама
» » ბადრიჯანი ნიგვზით /badrijani nigvzit (კულინარია, რეცეპტები)

ბადრიჯანი ნიგვზით /badrijani nigvzit (კულინარია, რეცეპტები)

შემადგენლობა:

500 გრ ბადრიჯანი
250 გრ ნიგოზი
3 კბილი ნიორი
1 ჩ.კ უცხო სუნელი
1 ჩ.კ ხმელი ქინძი
1 ჩ.კ წითელი წიწაკა
1ჩ.კ ყვითელი ყვავილი
3 ს.კ თეთრი ღვინის ძმარი
3-4 ს.კ წყალი
ზეთი
მარილი
მწვანილი და ბროწეულის მარცვლები

მომზადება:

ნიგოზი და ნიორიერთად გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში. მოათავსეთ ჯამში და ჩაუმატეთ სუნელები, მარილი, ძმარი და წყალი. ნიგვზიანი საკმაზის მისაღებად, შეურიეთ ეს ყველაფერი ერთმანეთს.

გარეცხილი ბადრიჯანი დაჭერით სიგრძეზე, თითოეული 4-5 ცალ ბრტყელ ნაჭრად. მოასხით ზეთი ტაფას და შეწვით ისინი ორივე მხრიდან, საშუალო ცეცხლზე.

დაალაგეთ შემწვარი ბადრიჯნები სამზარეულოს ქაღალდის ხელსახოცზე, რათა დაიწრიტოს. თითოეულ ნაჭერს თანაბრად წაუსვით ნიგვზიანი მასა და გადაკეცეთ შუაზე. გადაუსვით დარჩენილი ნიგვზის მასა ბადრიჯნებს ზემოდან.

დაალაგეთ თეფშზე და სურვილისამებრ გააფორმეთ მწვანილითა თუ ბროწეულის მარცვლებით.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 11-03-2016, 16:09
ნანახია: 6 036
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама