Реклама
» » სამარხვო საცივი ბადრიჯნებით

სამარხვო საცივი ბადრიჯნებით

ინგრედიენტები:

3-4 ცალი ბადრიჯანი
200 გრამი ნიგოზი
1-2 ცალი ხახვი
1 შეკვრა ქინძი და ბაზილიკა
მწიკვი დაფქული მიხაკი
1 ცალი მწარე წიწაკა
4 ცალი ნიორი
1 ჩ/კ ზაფრანა
0.5 ჭიქა ბროწეულის წვენი
2 ჭიქა წყალი
მცენარეული ზეთი და მარილი გემოვნებით
მომზადების წესი:

1ბადრიჯნებს ყუნწები მოაჭერით და ნაჭრებად დაჭერით. მოაყარეთ მარილი, დატოვეთ 20-40 წუთი, რათა წვენი გამოიწუროს. დროის გასვლის შემდეგ, სუფთა წყლით გარეცხეთ. შეწვით ორივე მხრიდან და ქაღალდის ხელსახოცზე დააწყვეთ, რათა ზედმეტი ცხიმი მოშორდეს.

2ნიგოზი ხორცსაკეპ მანქანაში ორჯერ გამოატარეთ. დაუმატეთ შემდეგი ინგრედიენტები: ზაფრანა, წვრილად დაჭრილი მწარე წიწაკა და ქინძი, ნახევარ-რგოლებად დაჭრილი ხახვი, ბროწეულის წვენი, მიხაკი და მარილი. ჩაასხით წყალი და შემოდგით დაბალ ცეცხლზე. ხარშეთ 15 წუთის განმავლობაში. სოუსს არაჟნის კონსისტენცია უნდა ჰქონდეს.

3შემწვარი ბადრიჯნები ჯამში ჩააწყვეთ, მოასხით ცხელი სოუსი და მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი. 10-15 წუთის შემდეგ გემრიელად მიირთვით.
სამარხვო საცივი ბადრიჯნებით
სამარხვო საცივი ბადრიჯნებით
სამარხვო საცივი ბადრიჯნებით
სამარხვო საცივი ბადრიჯნებითскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 30-10-2017, 15:09
ნანახია: 979
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама