Реклама
» » სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი სტაფილოს კატლეტი

სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი სტაფილოს კატლეტი

სტაფილოს კატლეტის მოსამზადებლად საჭიროა:
სტაფილო - 3-5 ცალი;
მანანის ბურღული - 100 გრ;
სუხარის ფანტელი - 50 გრ;
მარილი - გემოვნებით.


მომზადების წესი:
გარეცხილი სტაფილო გაფრცქვენით და წვრილ სახეხზე გახეხეთ.


გაცხელებულ ტაფაზე დაასხით ზეთი და გახეხილი სტაფილო 3-4 წუთის განმავლობაში მოთუშეთ.


რაც მთავარია, თავდაპირველად, მოთუშვის პროცესში მუდმივად ურიეთ. შემდეგ დაასხით ადუღებული წყალი და განაგრძეთ მოთუშვა თავდახურულ მდგომარეობაში, სანამ კარგად არ მოითუშება.


შემდეგ, დაამატეთ მანანის ბურღული, მოურიეთ და დაამატეთ მარილი.
გამორთეთ გაზქურა და დაელოდეთ სტაფილოს გაციებას.


როგორც კი სტაფილო გაცივდება, მიეცით მას კატლეტის ფორმები და სათითაოდ ამოავლეთ სუხარის ფანტელში. შემდეგ შეწვით ორივე მხრიდან.
როგორც კი შეწითლდება და კარგად დაიბრაწება, გადმოიღეთ და გემრიელად მიირთვით.

სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი სტაფილოს კატლეტი
სასარგებლო და მარტივად მოსამზადებელი სტაფილოს კატლეტი скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 6-02-2018, 14:42
ნანახია: 355
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама