Реклама
» » საოცრად გემრიელი და განსხვავებული გემოს სამარხვო კატლეტები შვრიით და კარტოფილით

საოცრად გემრიელი და განსხვავებული გემოს სამარხვო კატლეტები შვრიით და კარტოფილით

ინგრედიენტები
შვრიის ფანტელი - 1 ჭიქა
ხახვი - 1 თავი
ნიორი - 1 კბილი
კარტოფილი - 1 საშუალო ზომის
მდუღარე წყალი - 100 მლ
მარილი და პილპილი - სხვა სანელებლები - გემოვნებით
საფანელი
ზეთი შესაწვავად
მომზადების წესები
მომზადების წესი:
დაასხით შვრიის ფანტელს 100 მლ ცხელი წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, რათა გაფუვდეს.
ხახვი და ნიორი გახეხეთ საშუალო სახეხზე და დაუმატეთ გაფუებულ შვრიის ფანტელს.
კარტოფილი გარეცხეთ და გაფცქვენით, გაატარეთ ან გახეხეთ წვრილად და შეურიეთ შვრიის ფანტელის მასას.
ყველაფერი კარგად აურიეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე.
მიეცით ფარშს კატლეტების ფორმა, ამოავლეთ საფანელში და შეწვით ზეთში ორივე მხრიდან.
შემდეგ დააფარეთ თავსახური და გააჩერეთ დაბალ ცეცხლზე რამდენიმე წუთით

შენიშვნა: მე ცოტა წვრილად დაჭრილ ქინძს და ოხრახუშს ვამატებ
საოცრად გემრიელი და განსხვავებული გემოს სამარხვო კატლეტები შვრიით და კარტოფილით
საოცრად გემრიელი და განსხვავებული გემოს სამარხვო კატლეტები შვრიით და კარტოფილითскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 4-03-2018, 17:32
ნანახია: 383
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама