Реклама
» » სამარხვო ბლინები უგემრიელესი გულსართით

სამარხვო ბლინები უგემრიელესი გულსართით

სამარხვო ბლინები წიწიბურას და სოკოს გულსართით
ინგრედიენტები
ფქვილი - 250-270 გ
შაქარი - 4 ჩ/კ
გაზიანი მინერალური წყალი - 500 მლ
ზღვის მარილი - წმინდა, მწიკვი
გულსართი:
წიწიბურა - 250 გ
წყალი - 200 მლ
ხახვი - 1 თავი
ქამა სოკო - მარინადი, 100 გ
ზეთი
მარილი
მომზადების წესები
გაცერით ფქვილი მარილთან ერთად, დაუმატეთ შაქარი, აურიეთ და წვრილი ნაკადით ჩაუშვით წყალი. ურიეთ შეჩერებლად. შედეგად უნდა მიიღოთ თხელი არაჟნის კონსისტენციის ცომი.

გადააფარეთ მზა ცომს ცელოფანი და გააჩერეთ თბილ ადგილას 40 წუთი.

ამასობაში მოამზადეთ გულსართი.: ამისათვის გაარჩიეთ და გარეცხეთ წიწიბურა. მოხალეთ ცხელ ტაფაზე. აადუღეთ ქვაბით წყალი, ჩაყარეთ მარილი და დაუმატეთ ზეთი. ადურებულ წყალში ჩაყარეთ წიწიბურა და ხარშეთ, სანამ წყალს მთლიანად არ შეიწოვს.

ამასობაში დაჭერით ხახვი და მოხრაკეთ ზეთში გაოქროსფრებამდე. დაჭერით სოკო და აურიეთ ერთმანეთში მოხარშული წიწიბურა, მოხრაკული ხახვი და სოკო. გემოვნებით დაუმატეთ მარილი.

გამოაცხეთ ბლინები ჩვეულებისამებრ, ცხელ ზეთიან ტაფაზე. გააცივეთ და ჩადეთ თითოეულ ფირფიტაში გულსართი, გადაკეცეთ კონვერტივით.

შეწვით ზეთში ბლინები ორივე მხრიდან.

სამარხვო ბლინები უგემრიელესი გულსართითскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 4-03-2018, 17:41
ნანახია: 424
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама