Реклама
» » კეჟერა ფხალი და ლობიო კეჟერა ფხალით - გურული სამზარეულო

კეჟერა ფხალი და ლობიო კეჟერა ფხალით - გურული სამზარეულო

ინგრედიენტები:

1 კგ.კეჟერას ფოთოლი

2 კბილი ნიორი

200 გრ.გატარებული ნიგოზი

10-10 გრ.უცხო სუნელი,ხმელი ქინძი,წითელი დაფქული წიწაკა,ყვითელი ყვავილი

10 გრ.სვანური მარილი

1ჩ.კოზი კვაწარახი

მარილი გემოვნებით

კეჟერა ფხალი   და  ლობიო კეჟერა ფხალით -   გურული სამზარეულო

ფოთოლი გავრეცხოთ,გავარჩიოთ,დავჭრათ,ადუღებულ წყალში მოვხარშოთ.



მოხარშული ფოთლები ხელით გავწუროთ ,დავამატოთ კვაწარახი,

შევკაზმოთ დანაყილი ნიორით,ნიგვზითა და სუნელებით.



მივირთვათ მჭადთან ერთად.

ლობიო კეჟერა ფხალით



მასალა:

წითელი ლობიო ან ნედლი ლობიო 1 კგ.

კეჟერა ფხალი ( ან მწვანე კომბოსტო) 1კგ.

ნიგოზი 200გრ.

ნიორი 4–5 კბილი

ქინძი საშუალო კონა

ცხარე წითელი წიწაკა 1ც.

მარილი გემოვნებით.

მომზადება:

ლობიოს დავასხათ ცივი წყალი და გავაჩეროთ 8–10 საათი, შემდეგ გადავასხათ წყალი, ჩავყაროთ ქვაბში და დავასხათ წყალი ისე რომ მთლიანად ფარავდეს ლობიოს, ვხარშოთ დარბილებამდე 1,5-2 საათი. ფხალი გავრეცხოთ (ან კომბოსტო), დავჭრათ ზოლებად და მოვხარშოთ წყალში დარბილებამდე 40–60 წუთი. მოხარშული ფხალი გადმოვიღოთ დუშლაკზე, შემდეგ დავამატოთ ლობიოს, ავურიოთ, დავასხათ წყალი ისე რომ მთლიანად ფარავდეს ბოსტნეულს და ვხარშოთ დამატებით 30 წუთი. ნიგოზი, წიწაკა, ქინძი და ნიორი გავატაროთ მარილთან ერთად, დავამატოთ ქვაბიდან ნახარშის ნახევარი, კარგად ავურიოთ (გავძრათ), შემდეგ მომზადებული მასა ჩავასხათ ისევ ქვაბში. ავურიოთ და ვხარშოთ ერთად 15 წუთით.


скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 1-04-2018, 13:54
ნანახია: 246
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама