Реклама
» » საზამთროს კოქტეილი /sazamtros koqteili (კულინარია, რეცეპტები)

საზამთროს კოქტეილი /sazamtros koqteili (კულინარია, რეცეპტები)

რეცეპტის ინგრედიენტები:

დაახლოებით ნახევარი კგ. საზამთრო | 5 ჭიქა უკურკო კუბიკებად დაჭრილი
1 ცალი დიდი ზომის კიტრი გათლილი | მცირე ზომის ნაჭრებად დაჭრილი
¼ ჭიქა ახლად გამოწურული ლაიმის წვენი | დაგჭირდებათ 2 ცალი ლაიმი
2 ს/კ თაფლი
2/3 ჭიქა არაყი
ყინული
თხელ ნაჭრებად დაჭრილი კიტრი/საზამთრო/ლაიმი მოსართავად
~ მომზადების წესი ~

1. დიდ ჯამზე ზემოდან მოათავსეთ წმინდა საწური. დააბლენდერეთ საზამთროს კუბიკები და გაატარეთ საწურში. უნდა მიიღოთ დაახლოებით 2 ჭიქა წვენი.

2. დააბლენდერეთ კიტრი, მიღებული მასაც გააატარეთ საწურში და ასე ჩაუმატეთ საზამთროს წვენს.

3. მცირე ზომის ჯამში ან საზომ ჭიქაში ჩაასხით და ერთმანეთში აურიეთ ლაიმის წვენი, თაფლი. მიღებული მასა არაყთან ერთად ჩაუმატეთ საზამთროსა და კიტრის წვენს. დაატკბეთ მეტი თაფლით თქვენი გემოვნებისა და სურვილის მიხედვით.

4. გაავსეთ 4 ჭიქა ყინულის კუბიკებით, ჩაასხით თქვენს მიერ მომზადებული კოქტეილი და მორთეთ
скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 22-02-2016, 12:11
ნანახია: 1 792
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама