Реклама
» » როგორ მოვამზადოთ არომატული ალუბლის ლიქიორი

როგორ მოვამზადოთ არომატული ალუბლის ლიქიორი

ინგრედიენტები
ალუბალი - 1 კგ
შაქარი - 2 კგ
არაყი - 1 ლ
მომზადების წესები
3 - ლიტრიან ქილაში მოათავსეთ გარეცხილი და გარჩეული ალუბალი, დაუმატეთ 1 კგ შაქარი და დაასხით 0,5 ლ არაყი. დააფარეთ ქილას ბამბის ქსოვილი ან მარლა და მოუჭირეთ რეზინი. მოთავსეთ თბილ ადგილას 7 დღის განმავლობაში.
ყოველდღიურად შეანჯღრიეთ ქილა.
შემდეგ გადაწურეთ. ძაბრში მოათავსეთ ბამბა და ასე გაფილტრეთ სიროფი.
შემდეგ სიროფს დაუმატეთ 1 კგ შაქარი და დარჩენილი არაყი. შეათბეთ, სანამ შაქარი მთლიანად არ გადნება და კვლავ გაფილტრეთ ძაბრისა და ბამბის მეშვეობით.
გააჩერეთ ლიქიორი კიდევ ერთი დღე, შემდეგ ჩამოასხით ბოთლებში და დააფარეთ ჰერმეტული თავსახურები.
ლიქიორის სუფრასთან მიტანა შეგიძლიათ დარიჩინის ჩხირით. ასე სასმელი ბევრად არომატული გახდება.
როგორ მოვამზადოთ არომატული  ალუბლის ლიქიორიროგორ მოვამზადოთ არომატული  ალუბლის ლიქიორიскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 17-05-2017, 17:44
ნანახია: 1 498
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама