Реклама
» » წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზით/witeli bulgaruli wiwaka nigvzit (კულინარია, რეცეპტები)

წითელი ბულგარული წიწაკა ნიგვზით/witeli bulgaruli wiwaka nigvzit (კულინარია, რეცეპტები)

შემადგენლობა:

1 კგ წითელი ბულგარული წიწაკა
100 გრ გატარებული ნიგოზი
2 ჭიქა ზეთი
2 ჭიქა ძმარი
2 კბილი ნიორი
1 პატარა თავი ხახვი
1 კონა ქინძი
1 ჩ/კ უცხო სუნელი
1 ჩ/კ ზაფრანა
წიწაკა
პილპილი
მარილი
2 ჩ/კ შაქარი
მომზადება:

ბულგარულ წიწაკას მოაჭერით ყუნწი, გამოაცალეთ თესლი, გარეცხეთ და გააშრეთ. პატარა, ღრმა ქვაბში ჩაასხით ზეთი, ძმარი, ჩაამატეთ შაქარი, პილპილი, მარილი და წამოადუღეთ. მდუღარეში მოწალეთ წიწაკა, ან შეწვით ზეთში. მოწალული წიწაკა გაშალეთ საწურზე (ერთმანეთზე არ დააწყოთ).

გატარებულ ნიგოზს დაამატეთ წვრილად დაჭრილი ხახვი და ქინძი, დანაყული ნიორი, უცხო სუნელი, ზაფრანა, მარილი, წიწაკა, დაასხით ცოტა მდუღარე წყალი და შეურიეთ კარგად, უნდა მიიღოთ საშუალო სისქის მასა.

ცივ, დაწურულ წიწაკაში ჩადეთ 1 კოვზი ნიგოზი, მიეცით ბრტყელი ფორმა, მოათავსეთ დახურულ ჭურჭელში, ცოტა ხნის შემდეგ შეინახეთ მაცივარში.

სუფრაზე მისატანად დაჭერით სიგრძეზე, ორ ნაწილად. თუ თეფშზე მხოლოდ წიწაკას ალაგებთ, დაჭრილი წიწაკა განალაგეთ ერთმანეთის მიყოლებით, ნახევარრკალად ან წრიულად. თეფშის ერთ ნაწილზე დაალაგეთ მწვანილი და კიტრის ყვავილი, ან ერთი ნაჭერი წიწაკა დაჭერით სიგანეზე, თანაბარი ზომის ხუთ ნაწილად დაალაგეთ გვირილის ფორმით და შუაში ჩადეთ ზეთის ხილი ან გახეხილი ბოლოკი.

скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 14-09-2016, 10:34
ნანახია: 3 264
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама