Реклама
» » ემიგრანტი-საქართველოში მყოფნი ნუ ვქმნით ტრაგედიას....
Загрузка...
loading...

ემიგრანტი-საქართველოში მყოფნი ნუ ვქმნით ტრაგედიას....

საქართველოში მყოფნი ნუ ვქმნით ტრაგედიას....
აბა დაუსვით ემიგრანტებს კითხვა: რა უნდა შეიცვალოს საქართველოში, რომ თქვენ დაბრუნდეთ?...უმეტესობა ამ კითხვას ვერ უპასუხებს, იმიტომ რომ ზუსტად არ იციან უნდათ თუ არა დაბრუნება და საქართველოში არსებული სიტუაცია მხოლოდ მიზეზია თუ არა...მე თვითონ ექვსი წელი უცხოეთში ვმუშაობდი და დავბრუნდი, მაგრამ თავად არ ვიცი იმაზე უკეთ ვარ თუ არა, ვიდრე იქ ვიყავი...ახლა საკუთარ ოჯახში ვარ, შვილებთან და ახლობლებთან ერთად-ეს ნამდვილად უკეთესია, თუმცა ფინანსურად უარესი...და კიდევ, იქ რატომღაც უფრო თავისუფლად ვსუნთქავდი, ყოველ დილით შიში გრძნობით არ ვიღვიძებდი, რადგან მქონდა
სამსახური და ანაზღაურება....
ვკითხულობ წერილებს და ვფიქრობ...როდის უნდა ვისწავლოთ ქართველებმა ერთმანეთის პატივისცემა, კამათის დროს ერთმანეთს რატომ ვაყენებთ შეურაცხყოფას? , სხვის აზრს პატივს რატომ არ ვცემთ? ...ვისაც სად და როგორ უნდა ისე იცხოვროს, რატომ ვქმნით ტრაგედიას? განა ერთი და ორი ემიგრანტის გამოთქმული აზრი გამოხატავს ყველას სათქმელს? ნუ მოვიხსენიებთ ემიგრანტებს ზერელედ...ჯერ კარგად დაფიქრდით, აწონ-დაწონეთ და მერე თქვით სათქმელი...საქართველოში მყოფნი ეცადეთ შემწყნარებლები იყოთ, რამეთუ თავადაც არ იცით, როდის და სად მოგიწევთ წასვლა საკუთარი ოჯახების სარჩენად
გავუფრთხილდეთ ერთმანეთს...ისედაც ცოტანი ვართ...
ელიზა 43წლისскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 2 995
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული