Реклама
» » ბადრიჯნის რულეტები ფარშით- გემრიელი და ნოყიერი კერძი მთელი ოჯახისთვის

ბადრიჯნის რულეტები ფარშით- გემრიელი და ნოყიერი კერძი მთელი ოჯახისთვის

ეს ნოყიერი კერძი ყველას მოეწონება!

ინგრედიენტები:
– 2-3 ც. ბადრიჯანი
– 2 ც. ხახვი
– 20 გ ოხრახუში
– 10 გ მწვანე ხახვი
– 2 ჩ/კ ძირა
– 1 ს/კ აჯიკა
– 1-2 ს/კ საფანელი
– მარილი, შავი პილპილი გემოვნებით
– 1 ც. ბულგარული წიწაკა
– 350 გ ტომატი
– 1 მწიკვი ორეგანო
– 2-3 კბილი ნიორი

მომზადების წესი:
– ბადრიჯანი გარეცხეთ და თხელ ნაჭრებად დაჭერით. დაამატეთ მარილი.
– საქონლის ხორცი და 1 ც. ხახვი ხორცსაკეპ მანქანაში გაატარეთ. მიღებულ ფარშს 10 გ დაქუცმაცებული ოხრახუში, მწვანე ხახვი, აჯიკა, 1 ჩ/კ ძირა, საფანელი, მარილი და შავი პილპილი შეურიეთ. მასას კარგად მოურიეთ.
– ბადრიჯნის ნაჭრები გარეცხეთ, ქაღალდის ხელსახოცებით გააშრეთ და შეწვით მზესუმზირის ზეთში.
– ამის შემდეგ, ფარშისგან და შემწვარი ბადრიჯნისგან რულეტები გააკეთეთ.
– კერამიკულ ცხობის ფორმას ზეითუნის ზეთი წაუსვით და ბადრიჯნის რულეტები მასში გადაიტანეთ.
– კუბიკებად დაჭერით დარჩენილი ხახვი და შეწვით ტაფაში. დაუმატეთ მას დაქუცმაცებული ბულგარული წიწაკა და მოამზადეთ 3-4 წუთის განმავლობაში. ბოსტნეულს ტომატი შეურიეთ და მოშუშეთ ნელ ცეცხლზე კიდევ 10 წუთის განმავლობაში. დაამატეთ 1 ჩ/კ ძირა დარჩენილი ოხრახუში, ნიორი, ორეგანო და მასას მოურიეთ.
– მიღებული მასა რულეტებს დაასხით და გამოაცხვეთ კერძი 180 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 21-06-2017, 20:52
ნანახია: 634
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама