Реклама
» » გუგული მაღრაძის მარგალიტები....ჩვენი ყოვლისმცოდნე გუგული

გუგული მაღრაძის მარგალიტები....ჩვენი ყოვლისმცოდნე გუგული

...ალბათ არის რაღაც 5% მოსახლეობისა, რომლებსაც ძალიან უჭირს....
ხელისუფლება ვერ აიღებს პასუხისმგებლობას იმ ობიექტურ ვითარებაზე, რაც ქვეყანაში ხდება.....
ეს იმას ნიშნავს, რომ მეტ ადამიანს გაუჩნდა სასხარი....

გუგული მაღრაძის დეკლარაცია შევსებულია: 29.12.2017
1,მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი, სოფ. ლისი, მუხადწყარო 1, ფართობი - 540.00 კვ.მ
2,ბინა საქართველო, ქობულეთი, თამარ მეფის გამზ. 138, ფართობი - 57.60 კვ.მ
3.ქ.ქობულეთი, თამარ მეფის სანაპირო N138, ავტოფარეხი N8 10 კვ.მ
4,ბინა საქართველო, ზესტაფონი, წერეთლის ქ. 8, ფართობი - 57.00 კვ.მ
5,ბინა საქართველო, თბილისი, შანიძის ქ. 17,ფართობი - 18.00 კვ.მ
6,პუნქტი,2013 წლის დეკლარაციაში მითითებული მიწის ნაკვეთი საქართველო, თბილისი, ვარკეთილი 2,ფართობი - 603.00 კვ.მ ამ მიწის ნაკვეთის ბედი უცნობია.
გუგული მაღრაძე ივანე ჯავახიშვილის უნივერსიტეტის პროფესორია და წლიურად იღებს 17418,5 ლარს,ხოლო როგორც პარლამენტარი მისი წლიური ხელფასი 56102,95 ლარი.
პარლამენტის წევრმა გუგული მაღრაძემ, 2017 წლის 29 ნოემბერს დადებული ხელშეკრულებით, შპს „მანას“ (თავის სიძის კომპანიას) 40 000 აშშ დოლარი ასესხა. სესხის ხელშეკრულება 6 თვის ვადით გაფორმდა, თუმცა თანხის გასესხების პირობები დეკლარირებული არ არის.
გავცდეთ დეკლარაციას და გავყვეთ უფრო ღრმად ქალბატონი გუგულის და მისი ოჯახის ქონებას.
2011 წელს შეიძინა მშენებარი სახლი ყიფშიძის ქუჩაზე, ავტოგასამართი სადგურის პირდაპირ, სადარბაზო 'პ' ბინა N9 123.44 კვ. იმავე მისამართზე შეიძინა ავტოსადგომი N79. 15 კვ.მეტრი.
2017 წლის 25 დეკემბერს დაიწყო და 2018 წლის 20 იანვარს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში(როგორც ახატანში გააკეთა) დაირეგისტრირა 2180 კვ ,2210 კვ და 1821 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი ხარაგაულის სოფელ ლეღვანში.
ახლა რაც შეეხება ქალბატონი გუგულის შვილს მაგდა მაღრაძეს,როდესაც ქალბატონ გუგულის კითხეს მუშაობდა თუ არა იგი მილენიუმის პროგრამაში,იგი გაბრაზდა და ტელეფონი გაუთიშა ჟურნალისტს.
2013 წლის სექტემბრიდან მაგდა მაღრაძე მუშაობს ათასწლეულის გამოწვევის ფონდი - საქართველოს აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე და ახორციელებს აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის 140 მილიონიანი კომპაქტის პროექტების მართვას.
ქალბატონმა მაგდამ 17 დეკ 2008 წელს წავკისში შეიძინა 1209 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი.
ქ. თბილისი, პეტრიაშვილის ქუჩა N27-29 (III სადარბაზო) ბინა N42 147.92 კვ.
2017 26 დეკემბრიდან ფლობს კიკეთში 823 კვ მეტრ მიწის ნაკვეთს
2017 წლიდან ასევე ფლობს დუშეთის რაიონი სოფელ ახატანში 1200 კვ მეტრ მიწის ნაკვეთს.
ქალბატონ გუგულის მცირეოდენი კონფუზი მოუვიდა მისი სიძის ირაკლი ღურჭუმელიას გამოისობით,რომელიც თბილისის სატრანსპორტო კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობას იკავებდა და განთავისუფლებული იქნა სამსახურიდან,შიდა აუდიტის სამსახურის 70-გვერდიანი დასკვნის საფუძველზე,რომელიც პირდაპირ ეხება 2014-2015 წლებს, როდესაც კომპანიის ფინანსური დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა ირაკლი ღურჭუმელია, დასკვაში წერია, რომ საშტატო ნუსხის მიღმა კომპანიაში ასაქმებდნენ თანამშრომლებს,ტენდერებს იგებდნენ კრონიზმით და კიდევ სხვა არამიზნობრივ ხარჯებთან გვქონდა საქმე.
ჟურნალისტის დასმულ კითხვაზე გუგული მაღრაძეს,როგორც ყოველთვის აბსურდული და ცინიკურ-აგრესიული პასუხი ქონდა-როცა მას კითხეს ვციტირებ; გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, თქვენმა სიძემ მუშაობა დაიწყო მას მერე, რაც ხელისუფლებაში "ქართული ოცნება" მოვიდა...
- სულ არ იყო ჩემი სიძე, როცა მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა. გიმეორებთ, ის მაღალი რანგის ფინანსისტია და სამსახურის მოსაძებნად ჩემი ჩარევა არასოდეს დასჭირვებია. არც სიძე, არც შვილს და არც ჩემს სხვა ნათესავებს ჩემი დახმარება არ სჭირდებათ.
ახლა გადავინაცვლოთ გუგული მაღრაძის სიძის ,,რომელსაც დახმარება არ ჭირდება’’ აღზევების ხანაზე,რომელიც დაიწყო სწორედ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლიდან,მანამდე კი მას ქონდა მცირეოდენი გამონათება.
ირაკლი ღურჭუმელია სს კავკასიის სალიზინგო კომპანია,შპს დაზღვევის საერთაშორისო კომპანია ირაოს და ალიანს ჯგუფი ლიზინგი-ის დირექტორია.
მის საკუთრების ინტერესებში შედის;
შპს ბიო უნივერსალ ჯორჯია-საფირმო სახელწოფება შპს მანნა დარეგისტრირდა 05/05/2014 სადაც,ირაკლი ღურჭუმელია ფლობს 24.00% -ს, კუკური მაღრაძე (გუგულის ძმა) 7%-ს,ხოლო პაატა ღურჭუმელია(ირაკლის ძმა) 6% წილს.
შპს უნივერსალ სოლუშენს ჯგუფი დარეგისტრირდა 26/12/2016 სადაც ირაკლი ღურჭუმელია ფლობს 25.00% წილს და პარარელურად არის დირექტორი.
შპს ბიო უნივერსალ ლოჯისტიკს დარეგისტრირდა 28/09/2016 50.00% წილის მეპატრონეა და პარალელურად დირექტორი.
შპს MCC დარეგისტრირდა აგვისტოს 17, 2012 ,სადაც ირაკლი ღურჭუმელია ფლობს 5.00% წილს. დირექტორი და 19% წილის მეპატრონეა მატერიალური ფასეულობების მართვის სამსახურის უფროსი მამუკა გუდაძე
შპს P.I.P. კომპანია დარეგისტრირდა 16/08/2012,სადაც ირაკლი ღურჭუმელია ფლობს 33.00% წილს.
ირაკლი ღურჭუმელიას საკუთრებაშია ბინა პეკინის გამზ. N 31გ ბ. 33 ,
ირაკლი ღურჭუმელია 07/03/2013 წელს შეიძინა იოსელიანის ქუჩა ნ 2 50 კვ მეტრ ბინა.
2010 წელს დაბა კოჯორი სოფელი კიკეთში ,შეიძინა’’ 1000 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი, სადაც 10 თებ 2014 წელს შეაქვს ცვლილება 238 50 კვ შენობა ნაგებობის აშენების შესახებ.
26/03/2009 ფასანაურის ქუჩა N 11, მე-8 სართული, ბინა N 14 მანსარდის სართული 136 60 კვ და ანტრესოლს 42.42 კვ.
2017 ირაკლი ღურჭუმელია იპოთეკით დატვირთა მისი კუთვნილი სახლიც თბილისი ს.ჭიაურელის ქ. N 11 ბ. 14
კუკური მაღრაძე გუგული მაღრაძის ძმამ 2012 წელს იყიდა ბორჯომის სოფელ დაბაში 869 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი ,როგორც ზევით აღვნინე იგი ფლობს 7%-იან წილს შპს მანნაში.
გუგული მაღრაძემ ქართულ ოცნება-დემოკრატიულ საქართველოს ორჯერ გაუკეთა მსხვილი დონაცია,პირველი 21.06. 2012- 30 000 ლარი და მეორე 18.07.2012 20 000 ლარი.
2016 წლის დეკლარაციაში გუგული მაღრაძის საბანკო ანგარიშები შემდეგნაირად გამოიყურებოდა
,,თი–ბი–სი ბანკი დეპოზიტი 46054.00 USD დებეტი(-)
,,თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე 773.00 GEL კრედიტი(+)
ბანკი ქართუ მიმდინარე 6020.00 GEL კრედიტი(+)
რესპუბლიკა ბანკი მიმდინარე 1050.00 GEL კრედიტი(+)
"ლიბერთი ბანკი" მიმდინარე 80.00 GEL
თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე 3800.00 USD კრედიტი(+)
ქართუ ბანკი მიმდინარე 5880.00 GEL კრედიტი(+)
თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე 1295.00 USD კრედიტი(+)
თი–ბი–სი ბანკი მიმდინარე 1447.67 EUR კრედიტი(+)
ბანკი ქართუ მიმდინარე 110.00 USD კრედიტი(+)
ბანკი ქართუ მიმდინარე 27.00 EUR კრედიტი(+
2017 წლის დეკლარაციის მიხედვით მასში ცვლილებებია.
თი–ბი–სი ბანკი ანაბარი 7501 USD (+)
ლიბერთი ბანკი" მიმდინარე 82,08 GEL (+)
"თი–ბი–სი ბანკი" დეპოზიტი 0,1 USD (+)
"თი–ბი–სი ბანკი" სახელფასო 2611,83 GEL (+)
"თი–ბი–სი ბანკი" მიმდინარე 1469,5 EUR (+)
"თი–ბი–სი ბანკი" მიმდინარე 736,84 USD (+)
"თი–ბი–სი ბანკი" მიმდინარე 790,32 GEL (+)
"ქართუ ბანკი" სახელფასო 9401,25 GEL (+)
"ქართუ ბანკი" სახელფასო 0,9 USD (+)
"ქართუ ბანკი" სახელფასო 9,21 EUR (+)
კვლევა ჩაატარა არასამთავრობო ორგანიზაცია სამოქალაქო საზოგადოების ტრანსფორმაციის ცენტრი free mind-ა.
კვლევას დასჭირდა სამი დღე 15.03.2018-17.03.2018.
ზემორე კვლევა გამყარებულია დოკუმენტური მასალებით.


скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 12-05-2018, 09:38
ნანახია: 256
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама