Реклама
» » ლეგენდა ცხრა ჯვარზე...

ლეგენდა ცხრა ჯვარზე...

► ზღვის დონიდან 1569 მეტრი… იშვიათი სილამაზით და უნიკალური მდებარეობით… ნაქერალას უღელტეხილთან ახლოს, ტყიბულის თავზე აზიდული მთა _ ცხრაჯვარი…

იგი კოლხეთის დაბლობის ყველა დასახლებული პუნქტიდან ჩანს, თუმცა მისი მაღალი წვერი ყველაზე ლამაზად ოკრიბის სოფლებიდან და ტყიბულიდან აღიქმება. ყოველი წლის (ძველით) მაისის ბოლო შაბათს ცხრაჯვარი განსაკუთრებულ სიცოცხლეს იძენს და დღესასწაულის საბაბი ხდება. წმინდა გიორგის სახელობის სალოცავი, რომელიც საკუთარი არსებობის ლეგენდას ატარებს, ამ დღეს მომლოცველთა სიმრავლით ხარობს.
არსებობს რამოდენიმე, განსხვავებული ვერსია...

ცხრაჯვარის ლეგენდა მოგვითხრობს:
არსებობს ლეგენდა რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ოჯახიდან ომში 9 ვაჟი წავიდა. ვაჟების მამა ყოველდღიურად ლოცულობდა, რომ ვაჟები უვნებლად დაბრუნებულიყვნენ შინ. მამამ გადაწყვიტა შესაწირი გააკეთებინა და ტყიბულის მთებზე ჯვარი აღემართა. მან საკუთარი მხრებით აიტანა მთაზე 9 ჯვარი და სალოცავი გააკეთა. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ყველა ვაჟი შინ უვნებელი დაბრუნდა. მას შემდეგ ამ სალოცავს მნახველი არ მოჰკლებია…

-------------------------

ლეგენდა: დიდი ხნის წინათ, სვანეთში ძმებ სოფრომიანებს თავადი მოუკლავთ, სვანეთიდან გადასახლებულან და ოკრიბის პატარა სოფელში ჩასახლებილან; გვარი კი სოფრომაძედ გადაუკეთებიათ. რამდენიმე ხნის შემდეგ სოფრომაძეების გვარს ღვთის რისხვა დასტყდომიათ თავს, ახალშობილი ძე სოფრომაძეები ვერაფრით აღწევდნენ სრულწლოვან ასაკს და იღუპებოდნენ. შეძრწუნებული მოსახლეობა ერთ დღესაც ღია ცის ქვეშ შეკრებილა და უფლისთვის უთხოვიათ, ოღონდ ძე გაგვიზარდე, ჩვენ მტრედს ავაფრენთ და სადაც ის დაჯდება იქ უფლის სადიდებლად სალოცავს ავაშენებთო… მართლაც, აუფრენიათ მტრედი უხუცეს სოფრომაძეებს, რომელიც თურმე ამ მთის თავზე დაფრენილა…

სულ ხელით უზიდავთ ქვები დაბლიდან მთაზე სოფრომაძეებს, ბევრი კიდეც შეწირვია სალოცავის მშენებლობას, მაგრამ საბოლოოდ, დიდი შომის და წვალების შემდეგ მთაზე პატარა სალოცავი აუგიათ. სალოცავის აგების ბოლო დღეს სოფრომაძეებს ნადიმი გაუმართავთ, დაუკლავთ უამრავი დეკეული თუ ფრინველი. შუა ნადიმის დროს შეზარხოშებულებს ჩხუბი მოსვლიათ, იარაღად კი დეკეულის ბასრი ძვლები გამოუყენებით, ცოდვილებს ერთმანეთი სასტიკად დაუჭრიათ და სისხლი დაუღვრიათ. როცა გამოფხიზლებულან სინანულში ჩავარდნილან, მუხლებზე დამხობილან და უფლისთვის უთხოვიათ პატიება. მას შემდეგ სოფრომაძეები ყოველი წლის მაისის ბოლო შაბათს უფალს ადიდებენ და ხორცს არ ჭამენ.

ლეგენდა თაობიდან თაობაზე გადადის და ყველას სისხლში შეგვერია მაისის ბოლო შაბათის სიხარული… პატარა სოფელი, რომელიც თითქმის ყოველთვის ცარიელია, ამ დღეს ერთად ორად ივსება და ბედნიერობს… ძე თუ ასული სოფრომაძეების ჟრიამული ლაჟვარდისფერ ცას ცდება და უფალთან ადის…

ლეგენდა ცხრა ჯვარზე...
ლეგენდა ცხრა ჯვარზე...
ლეგენდა ცხრა ჯვარზე...
ლეგენდა ცხრა ჯვარზე...
ლეგენდა ცხრა ჯვარზე...скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 14-05-2018, 09:41
ნანახია: 140
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама