Реклама
» » ერთი ჭიქა რძის საფასური-ძალიან ამაღელვებელი, ემოციური, სიკეთითა და სითბოთი გამთბარი ნამდვილი ამბავი...
Загрузка...
loading...

ერთი ჭიქა რძის საფასური-ძალიან ამაღელვებელი, ემოციური, სიკეთითა და სითბოთი გამთბარი ნამდვილი ამბავი...

ერთხელ ერთი პატარა ბიჭი კარდაკარ დადიოდა და სხვადასხვა წვრილმანებს ყიდდა. სამწუხაროდ, დღეს ძალიან უიღბლო დღე ჰქონდა ვერაფრის გაყიდვა ვერ მოახერხა.

იგი შიმშილისაგან ფეხზე ძლივს იდგა და გადაწყვიტა შემდეგ სახლში, როდესაც მივიდოდა საჭმელი ეთხოვა.

კარი ახალგაზრდა გოგონამ გაუღო, ბიჭი დაიბნა, შერცხვა და საჭმლის ნაცვლად წყალი სთხოვა მას.

გოგონა მიხვდა, რომ ბიჭი მშიერი იყო და მას წყლის ნაცვლად ერთი დიდი ჭიქა რძე გამოუტანა.

ბიჭმა სულმოუთქმელად გამოსცალა ჭიქა და სული, რომ მოითქვა, გოგონას ჰკითხა?

– გოგონა, რამდენი მმართებს თქვენი?

– არაფერი – მიუგო ღიმილით გოგონამ. დედა მასწავლიდა, რომ არასოდეს მომეთხოვა რაიმე გაწეული სიკეთისათვის.

– კარგით, მაშინ მთელი გულით გიხდით მადლობას – უპასუხა მადლიერმა ბიჭმა გოგონას და დაემშვიდობა.

ამ ბიჭის სახელი და გვარი ჰოვარდ კელი გახლდათ და მიუხედავად იმისა, რომ უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობდა იგი ძალიან ბრძოლისუნარიანი და მიზანდასახული იყო.

ამ ამბის შემდეგ უამრავი წელი გავიდა. ჩვენს კეთილ გოგონას ძლიერი და აქამდე უცნობი ავადმყოფობა შეეყარა და ადგილობრივი ექიმები ვერაფერს გახდნენ და იგი სხვა ქალაქში გაუშვეს სამკურნალოდ.

ექიმ ჰოვარდ კელის კონსულტაციისათვის მიაკითხეს. გაიგო თუ არა, რომ ახალი პაციენტი მისი ქალაქიდან იყო იგი დაფიქრდა და თვალებში უცნაური შუქი ჩაუდგა.

ექიმმა სასწრაფოდ მოიცვა მოსასხამი და პაციენტის სანახავად წავიდა. მან დანახვისთანავე იცნო პაციენტი. სიტყვაც არ დაუძრავს, სასწრაფოდ დაბრუნდა თავის კაბინეტში ჩაიკეტა და ფიქრი დაიწყო იმის შესახებ, თუ რა შეიძლება გაეკეთებინათ პაციენტის გადასარჩენად . . .

და საკმაოდ დიდი ძალისხმევისა და მუშაობის შედეგად პაციენტი სიკვდილს ხელიდან გამოაცალეს.

როდესაც უკვე პაციენტის გაწერის დრო დადგა, ექიმ ჰოვარდს ჩეკის წიგნაკი მოუტანეს, რათა შიგ პაციენტის მკურნალობის საფასური დაეწერა.

ექიმმა გადაშალა იგი, რამოდენიმე წამით დაფიქრდა და შიგნით რაღაც ჩაწერა.

გოგონა გახარებული იყო იმ ფაქტით, რომ გადარჩა, მაგრამ მკურნალობის საფასური ძალიან ადარდებდა, რადგან ფიქრობდა, რომ მთელი ცხოვრება მოუწევდა ეხადა ეს ვალი.

როდესაც ჩეკი მოუტანეს ზუსტად ამ ფიქრებით გადაშალა იგი, თუმცა მისდა გასაოცრად ჩეკზე თანხის ნაცვლად შემდეგი სიტყვები ეწერა:

"სრულად გადახდილია – ერთი ჭიქა რძის საფასურით" . . .

შენიშვნა: ექიმი ჰოვარდ კელი – ცნობილია, როგორც ჯონ ჰობკინსის კლინიკისა და ამავე სახელის მქონე სამედიცინო უნივერსიტეტის ერთ–ერთი დამაარსებელი.
ერთი ჭიქა რძის საფასური-ძალიან ამაღელვებელი, ემოციური, სიკეთითა და სითბოთი გამთბარი ნამდვილი ამბავი...скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 25
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული