Реклама
» » ივნისი- არომატული, სურნელოვანი, გემრიელი ხილის თვეა

ივნისი- არომატული, სურნელოვანი, გემრიელი ხილის თვეა

მარწყვი, ჟოლო, ბალი, მუშმალა, ალუბალი, გარგარი, ატამი, ვაშლატამა, თუთა, მაყვალი, მსხალი, ქლიავი......
ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ხილს, უმე­ტე­სად, ძი­რი­თა­დი კვე­ბის შემ­დეგ, დე­სერ­ტად მი­ვირ­თმევთ. ერ­თნი ამ­ბო­ბენ, რომ ხილი აუ­ცი­ლებ­ლად უზ­მო­ზე ან მში­ერ კუ­ჭზე უნდა მი­ვირ­თვათ... მე­ო­რე­ნი ირ­წმუ­ნე­ბი­ან, რომ მას­ში შე­მა­ვა­ლი კვე­ბი­თი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის სრუ­ლად შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად, ხილი კვე­ბი­დან ერთ-ორ სა­ათ­ში უნდა მი­ვი­ღოთ...ჯან­მრთელ­მა ადა­მი­ან­მა, სა­სურ­ვე­ლია, ხილი მი­ი­ღოს არა რო­გორც დე­სერ­ტი, კვე­ბის შემ­დეგ, არა­მედ რო­გორც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი საკ­ვე­ბი. თუ გვსურს, მი­ვი­ღოთ ყვე­ლა ის ვი­ტა­მი­ნი, საკ­ვე­ბი ბოჭ­კო, უჯრე­დი­სი, პექ­ტი­ნი, ორ­გა­ნუ­ლი მჟა­ვე­ბი, მი­ნე­რა­ლე­ბი, ენერ­გია, რა­საც ხილი შე­ი­ცავს, უმ­ჯო­ბე­სია, ის მში­ერ კუ­ჭზე მი­ვირ­თვათ. გარ­და ამი­სა, ის უნდა მი­ვირ­თვათ ყო­ველ­გვა­რი თერ­მუ­ლი და­მუ­შა­ვე­ბის გა­რე­შე, უმად, რად­გან ნე­ბის­მი­ე­რი ტი­პის და­მუ­შა­ვე­ბი­სას ხი­ლის სა­სარ­გებ­ლო თვი­სე­ბე­ბი იკარ­გე­ბა.

სეზონური ხილი ადამიანის ორგანიზმისთვის ძალზე სასარგებლოა, რადგან ის ვიტამინებითა და მიკროელემენტებით არის მდიდარი, ამის გარეშე ორგანიზმს ნორმალურად ფუნქციონირება არ შეუძლია

სპეციალისტები გვირჩევენ,, ზაფხულის პერიოდში ორგანიზმი ზამთრისთვის მოვამზადოთ, როდესაც ახალი ხილი არც თუ ბევრია. ხშირ შემთხვევაში ზამთრის უგუნებობა სწორედ ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტთან არის დაკავშირებული

მთავარი, რაც უნდა ვიცოდეთ ხილის შესახებ, ისაა, რომ უნდა მივიღოთ სეზონური ხილი, დღეში, საშუალოდ, ნახევარი კილოგრამი. ამასთან, ხილის ასორტიმენტი რაც შეიძლება მრავალფეროვანი უნდა იყოს, ჩვენ ხომ მას მხოლოდ იმისთვის არ ვიღებთ, რომ ენერგიული ვიყოთ, არამედ იმისთვის, რომ ორგანიზმი აუცილებელი ნივთიერებებით გავამდიდროთ



ივნისი- არომატული, სურნელოვანი, გემრიელი  ხილის თვეა
ივნისი- არომატული, სურნელოვანი, გემრიელი  ხილის თვეაскачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: datochka | 28-06-2018, 16:28
ნანახია: 49
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама