Реклама
» » ფარშირებული ბადრიჯანი - ნოყიერი და გემრიელი კერძი

ფარშირებული ბადრიჯანი - ნოყიერი და გემრიელი კერძი

ინგრედიენტები:
ფარში 300 გ
ტკბილი წიწაკა, წითელი 1
პამიდორი 2-3 ცალი
ხახვი 1 თავი
ნიორი 2 კბილი
რეჰანი
ყველი 120 გ
მარილი და პილპილი
ბადრიჯანი 3-4 ცალი
ტაბულა
ბადრიჯნები გაჭერით შუაზე, ამოაცალეთ გული.
მოშუშეთ ხახვი ზეთში. დაამატეთ ბადრიჯნის გული, წვრილად დაჭრილი და შუშეთ რამდენიმე წუთი. შემდეგ დაამატეთ ფარში და ამოურიეთ. შუშეთ სანამ ფერს არ შეიცვლის. შედმდეგ დაამატეთ დაჭრილი პომიდორი და წიწაკა. განაგრძეთ შუშვა სანამ ფარში ბოლომდე არ მომზადდება. დაამატეთ მარილი, პილპილი, ნიორი და მწვანილი.

ბადრიჯნები ამოავსეთ ამ ფარშით და ზემოდან მოაყარეთ ყველი. შეწვით ღუმელში 180 გრადუსზე, სანამ ბადრიჯანი დარბილდება.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 13-08-2016, 10:44
ნანახია: 1 040
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама