Реклама
» » ქინძ-ძმარში მომზადებული თევზის რეცეპტი/qin-zmarshi momzadebuli tevzi (კულინარია,რეცეპტები)
Загрузка...
loading...

ქინძ-ძმარში მომზადებული თევზის რეცეპტი/qin-zmarshi momzadebuli tevzi (კულინარია,რეცეპტები)

საჭირო მასალა:

თევზი (სასურველია ლოქო) - 500 გ

ხახვი - 1

ბაჰარი- 2-3 მარცვალი

შავი პილპილი - 2-3 მარცვალი

დაფნის ფოთოლი - 2 ცალი

მარილი, წითელი წიწაკა - გემოვნებით

ძმარი - 70 მლ

ნივრის კბილი - 2

ქინძი - 1 კონა

მომზადება:

მოაჭერით თევზს თავი და კუდი, გაასუფთავეთ შიგნიდან, გარეცხეთ და დაჭერით ოთხკუთხედებად.


აადუღეთ ქვაბში 1-1.5 ლ წყალი, დაუმატეთ 1 ცალი გაფცქვნილი მთლიანი ხახვი, პილპილი, დაფნა, მარილი. წამოდუღებისთანავე ჩაუშვით თევზის ნაჭრები და ხარშეთ 5-6 წუთი.


ამოიღეთ თევზი ფრთხილად და გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში. მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ქინძი და ნიორი.

ბულიონს ნახევარს შეურიეთ ძმარი და წითელი წიწაკა და დაასხით თევზს ისე რომ ოდნავ დაიფაროს. აცადეთ გაციება და შედგით მაცივარში 7-8 საათით.

სურვილის შემთხვევაში დაუმატეთ ერთი ნაჭერი ლიმონი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 3 609
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული