Реклама
» » თევზის ჩაშუშული - გემრიელი და განსხვავებული კერძი
Загрузка...
loading...

თევზის ჩაშუშული - გემრიელი და განსხვავებული კერძი

ორაგულის ჩაშუშულის მოსამზადებლად საჭიროა:

ორაგულის ფილე - 1 კგ.
ხახვი - 2 ცალი;
პომიდორი - 0,5 კგ;
ტომატი - 1 ს/კ;
ზეთი - 100 გრ;
ქინძი - 100 გრ;
მჟავე კიტრი - 100 გრ;
ნიორი - 5-6 კბილი;
მწვანე წიწაკა - 1 ცალი;
მარილი, პილპილი - გემოვნებით.

მომზადების წესი:
კუბიკებად დაჭრილი ფილე მობრაწეთ ზეთიან ტაფაზე, ისე, რომ თევზი არ დაიშალოს.
ცალკე ტაფაზე მოშუშეთ ხახვი, დაამატეთ 1 სუფრის კოვზი ტომატი და კანგაცლილი პომიდორი.
ხახვის მოშუშვის პარალელურად, წვრილად დაჭერით ქინძი, მჟავე კიტრი, ნიორი, მწვანე წიწაკა და ეს ყველაფერი ჩაამატეთ ხახვიან ტაფაში.
დაახლოებით, 5-7 წუთის შემდეგ, დაამატეთ ცოტა წყალი, ისე რომ საშუალო სისქის სოუსი მიიღოთ.
როგორც კი შეამჩნევთ, რომ ინგრედიენტები კარგად ჩაიშუშა, დაამატეთ შემწვარი თევზის ფილე, ოდნავ მარილი, პილპილი და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ.
თევზის ჩაშუშული - გემრიელი და განსხვავებული კერძიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 390
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული