Реклама
» » თევზის მომზადების,პატარა საიდუმლო, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ
Загрузка...
loading...

თევზის მომზადების,პატარა საიდუმლო, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ

თევზი სასარგებლო და გემრიელი საკვებია. მისი მომზადება ბევრ დიასახლისს არ უყვარს. თუნდაც, სუნის ან გასუფთავების გამო. ჩვენ გასწავლით წესებს, რომელთა გამოყენებაც არ გაგიჭირდებათ და თევზი ხშირად დაიკავებს ადგილს თქვენს სუფრაზე.

1. მომზადებამდე თევზი წყლით სავსე ჭურჭელში მოათავსეთ. თუ ჩაიძირა, ე.ი. ახალია. თუ არა, აღარ მოამზადოთ.

2. იმისათვის, რომ შეწვის დროს თევზის სუნმა არ შეგაწუხოთ, ტაფაში მოათავსეთ გაფცქვნილი და დაჭრილი კარტოფილი.

3. თევზის მოხარშვამდე მარილი ბულიონში უნდა ჩაყაროთ.

4. დამარილებულ თევზს

ადვილად გაასუფთავებთ, თუ ცოტა ხნით წყალში ჩადებთ. ის დაიბერება და ადვილად მოეცლება კანი.

5. შეწვისას თევზი რომ არ დაიშალოს, მომზადებამდე 15 წუთით ადრე მოაყარეთ მარილი.
6. თუ თევზი ძალიან მარილიანია, გამოყენებამდე 4-6 საათით ადრე მოათავსეთ წყლიან ჯამში. წყალი გამოუცვალეთ ყოველ 1-2 საათში ერთხელ. დამბალი თევზის შენახვას არ გირჩევთ.

7. პატარა თევზს მუცლის გაჭრის გარეშეც შეგიძლიათ გამოუღოთ შიგნეულობა. ამისათვის გაუჭერით ლაყუჩები, გადაუტეხეთ ხერხემალი და წაცლილ თავთან ერთად გამოწელავთ.

8. თუ გსურთ, შეწვისას თევზს ოქროფერი, ხრუკუნა კანი ჰქონდეს, შეწვამდე ზეთში ცოტა მარილი ჩაყარეთ. თავად თევზი კი შეწვამდე ქაღალდის ხელსახოცით შეამშრალეთ.

9. თევზს ქერცლი ადვილად რომ გააცალოთ, ჯერ ცხელ წყალში ჩადეთ, შემდეგ ძმრიან თბილ წყალში. გაწმენდა კი ზურგიდან თავისა და მუცლის მიმართულებით დაიწყეთ.
10. გაყინული თევზი ცივ წყალში მოხარშეთ, დაჭრილი პატარა თევზები - ადუღებულ წყალში.

11. მოხარშვისას გაზს ძალიან არ უნდა აუწიოთ. თავიდან მაღალ ცეცხლზე დადგით თევზიანი ქვაბი. როგორც კი დუღილს დაიწყებს, დაუწიეთ, მაგრამ წყალი არ უნდა წყვეტდეს მოძრაობას.

12. თუ თევზის ფილეში ასანთის ღერი რბილად შედის, თევზი მოხარშულია. скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 146
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული