Реклама
» » მარწყვის ქაფქეიქები /marWyvis qafqeiqebi(kulinaria, receptebi)

მარწყვის ქაფქეიქები /marWyvis qafqeiqebi(kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები (მზადდება 12 ქაფქეიქი):

8 ცალი დიდი, ახალი მარწყვი
2 კვერცხი
1 ჭიქა შაქარი
1/3 ჭიქა მცენარეული ზეთი
½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
½ ჩაის კოვზი ლიმონის ცედრა
1 ½ (ერთ ნახევარი) ჭიქა ფქვილი
2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი (საცხობი ფხვნილი)
¼ ჩაის კოვზი მარილი
¾ ჭიქა დარბილებული კრემ-ყველი
2 სუფრის კოვზი დარბილებული კარაქი
½ ჭიქა შაქრის პუდრა
½ ჩაის კოვზი ვანილის ექსტრაქტი
3 ახალი დიდი მარწყვი, თხლად დაჭრილი~ მომზადების წესი ~

1. წინასწარ გაახურეთ ღუმელი 165 C – მდე. მოაცხეთ ცხიმი ქაფქეიქების საცხობ ჭიქებს ან ჩააფინეთ მათში ერთჯერადი ქაღალდის ფორმები.

2. მოათავსეთ ბლენდერში 8 ცალი მარწყვი და თქვიფეთ, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებული პიურე თესლის მოსაცილებლად გაატარეთ საწურში. დაახლოებით უნდა გამოვიდეს ¾ ჭიქა. დროებით გადადგით.

3. დიდ თასში კარგად შერევამდე თქვიფეთ კვერცხი, შაქარი, მცენარეული ზეთი, ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსქრაქტი, ლიმონის ცედრა და მარწყვის პიურე. შეურიეთ ფქვილი, გამაფხვიერებელი, მარილი და სურვილისამებრ* წითელი საკვები საღებავი ვარდისფერი შეფერილობისთვის. ცომი კოვზით გადაიტანეთ წინასწარ გამზადებულ ფორმებში ისე, რომ ამოავსოთ ჭიქების 2/3.

4. აცხვეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში, დაახლოებით 23 წუთი, სანამ ქაფქეიქები არ ამოვა ან/და ცენტრში ჩასობილ კბილის ჩხირს სუფთას არ ამოიღებთ. მორთვამდე გააგრილეთ 10 წუთის განმავლობაში.

5. თასში მიქსერით კარგად შერევამდე თქვიფეთ დარბილებული კრემ-ყველი და კარაქი. დაუმატეთ შაქრის პუდრა და ½ ჩაის კოვზი ვანილის ექსქრაქტი უკოშტო მასის მისაღებად. მორთეთ თითოეული ქეიქი დაახლოებით 2 კოვზი მიღებული კრემით და მორთეთ მარწყვის თხელი ნაჭრებით.
скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 19-02-2016, 20:41
ნანახია: 648
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама