Реклама
» » კარამელის კრემი
Загрузка...
loading...

კარამელის კრემი

კარამელის კრემი
ფერითა და გემოვნური თვისებებით, კარამელი ცნობილი „ირისის“ კანფეტსა და მოხარშულ, შესქელებულ რძეს წააგავს
კარამელისთვის საჭიროა:

შაქარი - 200 გრამი
ნაღები - 200 გრამი ნედლი (აუთქვეფავი)
კარაქი - 50 გრამი

ტაფა დადგით მაღალ ცეცხლზე. კარგად რომ გახურდება, დააყარეთ შაქარი და დააკვირდით, როდის დაიწყებს დნობას. სასურველია, რომ შაქარს არ მოურიოთ, მხოლოდ ხის კოვზით ჩამოფხიკეთ ტაფის კედლებიდან.
როცა შაქარი კარგად გადნება და ყავისფერ შეფერილობას მიიღებს, დაასხით ნაღები და შეუწყვეტელი მორევით გააგრძელეთ დუღება.
კარგად რომ გასქელდება, ტაფაში კარაქი ჩააგდეთ და მორევა ხელის სათქვეფელათი გააგრძელეთ. კარამელი რამდენიმე წუთი კიდევ ურიეთ და ცეცხლიდან გადმოდგით.
კარამელი მზადაა. მისი გამოყენება შესაძლებელია, როგორც ასე, ისე კრემის ან მუსის სახითაც.



კარამელის კრემის მოსამზადებლად დაგჭირდებათ წყალზე მოდუღებული კრემი.

კრემისთვის საჭიროა:

წყალი - 250 გრ
ფქვილი - 3 სუფრის კოვზი
შაქარი - ნახევარი ჭიქა.
ზემოჩამოთვლილი ინგრედიენტები ხელის სათქვეფელათი ერთმანეთში კარგად აურიეთ და დაბალ ცეცხლზე მოადუღეთ.

როცა კრემიც და კარამელიც კარგად შეგრილდება, ერთმანეთს შეურიეთ და მიქსერით კარგად ათქვიფეთ.

შენიშვნა:
თუ კარამელს ათქვეფილ ნაღებს შეურევთ, ჰაეროვან და ფაფუკ კარამელის მუსს მიიღებთ.
თუ გსურთ, რომ თქვენი კარამელი უფერო და გამჭვირვალე იყოს, ნაღების ნაცვლად, ლიმონის წვენი უნდა დაუმატოთ.
კარამელის კრემი
კარამელის კრემი
კარამელის კრემი
კარამელის კრემიскачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 479
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...
loading...

რეკომენდირებული