Реклама
» » ბრაუნი თეთრი შოკოლადის მინანქრით / Brauni (კულინარია)

ბრაუნი თეთრი შოკოლადის მინანქრით / Brauni (კულინარია)

ბრაუნი თეთრი შოკოლადის მინანქრით / Brauni (კულინარია)
ინგრედიენტები:
შავი შოკოლადი 300 გ
კარაქი 200 გ
კაკაო 4 ს/კ
შაქარი 350 გ
ვანილი
ფქვილი 200 გ
კვერცხი 5 ცალი
მარილი
თეთრი შოკოლადის მინანქარი
თეთრი შოკოლადი 100 გ
ნაღები 50 მლ

გავახუროთ ღუმელი 180 გრადუსზე. შავი შოკოლადი და კარაქი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე, დავუმატოთ კაკაო და შაქარი.
ცალკე ჯამში გავთქვიფოთ კვერცხები და ვანილი, ბოლოს დავუმატოთ ფქვილი, მარილი და შოკოლადის მასა. კარგად ავურიოთ.
საცხობ ფორმას მოვუსვათ ცოტა კარაქი, ჩავასხათ ბრაუნის მასა და გამოვაცხოთ 25-30 წთ.
ნაღები მივიყვანოთ ადუღებამდე, დავასხათ შოკოლადს და გავხსნათ ბოლომდე. კარგად შევაგრილოთ და მოვასხათ ნამცხვარს.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 29-03-2016, 22:21
ნანახია: 396
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама