Реклама
» » შოკოლადის დესერტი - ტკბილი, გრილი და გემრიელი
Загрузка...
loading...

შოკოლადის დესერტი - ტკბილი, გრილი და გემრიელი

ეს ორიგინალური დესერტი მეტად მარტივი მოსამზადებელია და ნამდვილი აღმოჩენაა მათთვის, ვისაც შოკოლადი უყვარს
საჭირო მასალა

400 გრ შავი ან რძიანი შოკოლადი
2 ბანანი
150 გრ კარაქი
200 მლ ნაღები
10-12 ცალი ფხვიერი ნამცხვარი
1 სირჩა კონიაკი
1/2 ლიმონის წვენი.
თუ ნაღები არ გვაქვს, მაშინ ორთქლის აბაზანაზე მხოლოდ შოკოლადი და კარაქი გავადნოთ. შეგრილების შემდეგ კი ამ მასას სქელი, მაღალცხიმოვანი არაჟანი დავუმატოთ და კარგად ავურიოთ.

მომზადება

შოკოლადის ფილები დავტეხოთ და კარაქსა და ნაღებთ

ან ერთად მოვათავსოთ ორთქლის აბაზანაზე
ამისთვის საჭიროა, ღრმა თასში ან ქვაბში ჩავასხათ ცოტაოდენი წყალი, ზემოდან შემოვდგათ უფრო განიერი თასი და როდესაც წყალი ადუღდება, ინგრედიენტები ორთქლის მეშვეობით გავადნოთ.

როდესაც შოკოლადი ბოლომდე გადნება, თასი გადმოვდგათ. ბანანები გავჭრათ სიგრძეზე თანაბრად და მოვასხათ ლიმონის წვენი, რომ არ გაშავდეს. პატარა ჯამში ჩავასხათ კონიაკი და გვერდით დავაწყოთ ფხვიერი ნამცხვარი.

მოგრძო ფორმის ჭურჭელში ჩავაფინოთ სამზარეულოს ცელოფანი, ჩავასხათ შოკოლადის მასის 1/3. ზემოდან დავაწყოთ ბანანი, შემდეგ ისევ ცოტაოდენი შოკოლადი დავასხათ. მომდევნო ფენად დავაწყოთ კონიაკში ამოვლებული ნამცხვარი, ისევ შოკოლადი მოვასხათ, ბანანი მოვათავსოთ და ა.შ.

დესერტი დაახლოებით 4-6 საათით ან მთელი ღამით შევდგათ მაცივარში. შემდეგ გამოვიღოთ, ფორმა ფრთხილად ამოვაბრუნოთ განიერ ლანგარზე, მოვაშოროთ ცელოფანი და თანაბარი ზომის ნაჭრებად დავჭრათ.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 348
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული