Реклама
» » დიაბეტური ტკბილეული
Загрузка...
loading...

დიაბეტური ტკბილეული

შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთ უჭირთ ტკბილეულის გარეშე. მათთვის ასევე შეზღუდულია ხილის მიღებაც, ხოლო ტკბილი ხილის (ყურძენი, ლეღვი და სხვა) მიღება საერთოდ იკრძალება. თუ ტკბილის მოთხოვნილება გაგიჩნდებათ, შეგიძლიათ მოამზადოთ ამ რეცეპტის მიხედვით ნამცხვარი და ისიამოვნოთ.
დაგჭირდებათ:
დაახლოებით 2-2,5 ჭიქა შვრიის ფანტელი
1 კვერცხი
3/4 ჭიქა მაწონი
50 გრამი მცენარეული ცხიმი
2–3 ვაშლი (ზომის მიხედვით, ან სხვა ხილი, მაგალითად, ქლიავი, ალუბალი და სხვა)
სურვილისამებრ ნიგოზი – დაჭრილი ან გატარებული
შაქრის შემცვლელი – დაახლოებით 6–7 სუფრის კოვზი
ცოტაოდენი სოდა
ვანილი, ცოტაოდენი მარილი
გათქვიფეთ კვერცხი შაქრის შემცვლელთან ერთად, დაამატეთ მაწონი, ცხიმი, ვაშლი – გახეხილი ან დაჭრილი, ნიგოზი, ვანილი და მარილი; შემდეგ – შვრია. ეს ყველაფერი აურიეთ, მიეცით სასურველი ფორმა, მაგალითად, დაყავით ნაწილებად, დაამრგვალეთ, ამოავლეთ შვრიის ფანტელში, ცოტა გააბრტყელეთ და გამოაცხვეთ.
შეგიძლიათ ნამცხვარი გაზქურის ღუმელშიც გამოაცხოთ და თავდახურულ სქელძირიან ტაფაშიც. ტაფაში გამოცხობის შემთხვევაში გადააბრუნეთ.
თუ გინდათ, რომ ნამცხვარი ხრაშუნა გამოვიდეს, შვრია ცოტა მეტი იხმარეთ, თუ ნაკლებს უზამთ, უფრო ფაფუკი გამოვა. ასევე შეგიძლიათ შვრიის ფანტელი დაფქვათ.
დიაბეტური ტკბილეული
დიაბეტური ტკბილეული  скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 236
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული