Реклама
» » გემრიელი და განსხვავებული ხაჭოიანი ფუნთუშები საფუვრის გარეშე
Загрузка...
loading...

გემრიელი და განსხვავებული ხაჭოიანი ფუნთუშები საფუვრის გარეშე

ერთი ცომით ორნაირ ფუნთუშების გამოცხობაა შესაძლებელი: ტკბილი გულსართით და მარილიანით
ინგრედიენტები
ფქვილი - 300 გ
სოდა - 0,5 ჩ/კ
მარილი - გემოვნებით
არაჟანი - 4 ს/კ
კვერცხი - 1 ცალი
კარაქი - 50 გ
შაქარი - 100 გ
ქიშმიში - 60 გ
დარიჩინი - 1 ჩ/კ
კამა - 1 კონა
მწვანე ხახვი - 1 კონა
მომზადების წესები
გაცრილ ფქვილს შეურიეთ სოდა და მარილი. ცალკე ჯამში არაჟანში აურიეთ 1 კვერცხი და 1 ს/კ შაქარი, დაუმატეთ დარბილებული კარაქი და კარგად აურიეთ. დაუმატეთ ამ მასას ფქვილის მასა და მოზილეთ ელასტიკური ცომი. გადააფარეთ ცელოფანი და გააჩერეთ.
ამასობაში ხაჭო გაყავით 2 თანაბარ ნაწილად და მოათავსეთ 2 ჯამში. პირველ ნაწილს დაუმატეთ წმინდად დაჭრილი მწვანე ხახვი და მწვანილი, მარილი გემოვნებით და აურიეთ. მეორე ნაწილს დაუმატეთ დამდუღრული ქიშმიში, დარჩენილი შაქარი, დარიჩინი და კარგად აურიეთ.
სამუშაო მაგიდას მოაყარეთ ფქვილი და გააბრტყელეთ ცომი 2-3 მმ სისქისი ფირფიტად.
ცომის ერთ ნაწილზე გაანაწილეთ მარილიანი გულსართი, ხოლო მეორეზე - ტკბილი. გარე კიდეებზე და შუაში დატოვეთ თავისუფალი ცომი. გადაახვიეთ ფირფიტა რულეტად და მაშინვე გაჭერით 2 ნაწილად. შემდეგ დაჭერით რულეტი 5 სმ სისქის ნაჭრებად.
განაჭერით ზევით დაალაგეთ ფუნთუშები კარაქწასმულ ფირფიტაზე, ზამოდან გადაუსვით ათქვეფილი კვერცხი და მოათავსეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 15-20 წუთი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 103
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
loading...

რეკომენდირებული