Реклама
» » ჟოლოს მურაბა/jolos muraba (კულინარია, რეცეპტები)

ჟოლოს მურაბა/jolos muraba (კულინარია, რეცეპტები)

მასალა:

2 კგ ჟოლო
2 კგ შაქარი
0,5 ჭ სპირტი
მომზადება:

მურაბის ხარისხი და კარგი შედეგი ოლოს კენკრის გარეცხვის წესზეა დამოკიდებული. გარეცხეთ ფრთხილად. ინგრედიენტები ორ ნაწილად გაყავით. დიდ სამურაბე თასში ჩაყარეთ 1 კგ ჟოლო, მოაყარეთ ამდენივე შაქარი, დაასხურეთ ჭიქის მეოთხედი სპირტი, შემდეგ გაიმეორეთ პროცედურა და ინგრედიენტების მეორე ნახევარი თასში იგივე მიმდევრობით დაამატეთ. შაქარმოყრილი და სპირტმოსხმული ჟოლოს თასს გადააფაროთ ტილო და მთელი ღამით დატოვეთ. დილით დაიწყეთ ხარშვა. ხარშვისას კენკრას ნუ მოურევთ. ან ხის კოვზით ძალიან ნელა და ფრთხილად მოურიეთ. ხარშვის დროს არ დაგავიწყდეთ ქაფის მოხდა. ხარშეთ1-1,5სთ. ჯერ კიდევ ცხელი მურაბა მინის ქილებში გადაასხით, გამოჭერით ქილის სახურავების ზომისა და ფორმის ქაღალდი, სპირტში ამოაწეთ, დააფარეთ ქილას და მხოლოდ ამის მერე დაახურეთ სახურავი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 17-05-2016, 16:53
ნანახია: 4 669
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама