Реклама
» » მარწყვის მურაბა /marwyvis muraba (კულინარია, რეცეპტები)

მარწყვის მურაბა /marwyvis muraba (კულინარია, რეცეპტები)

მარწყვის მურაბის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
მარწყვი -1 კგ.
შაქარი - 1 კგ.

კარგად გარეცხილ მარწყვებს ყუნწები მოაცილეთ (დიდი ზომის ნაყოფი შეგიძლიათ, შუაზე გაჭრათ) და ემალირებულ ჯამში ან დიდ ქვაბში მოათავსეთ. მოაყარეთ შაქარი და 4-6 საათის განმავლობაში დატოვეთ, რომ წვენი გაუშვას. ამის შემდეგ ქვაბი დაბალ ცეცხლზე დადგით და 5 წუთით წამოადუღეთ. თან პერიოდულად ქაფი მოხადეთ.
5 წუთის შემდეგ ქვაბი ცეცხლიდან გადმოდგით, სუფთა ტილო დააფარეთ და 10 საათით ასე დატოვეთ.
თუ გსურთ, ნაყოფი არ დაიშალოს და ფორმა შეინარჩუნოს, ხუთწუთიანი დუღილისა და ხანგრძლივი გაცივების პროცედურა სამჯერ უნდა გაიმეოროთ. მეორე და მესამე გაცივებისას 10-საათიანი დაყოვნება შეგიძლიათ, 2 საათამდე შეამციროთ.
ამის შემდეგ მურაბა წინასწარ გასტერილებულ ქილებში ჩაასხით და ასევე, წინასწარ გასტერილებული სახუფავებით დახუფეთ.
ქილები ბნელ და გრილ ადგილას შეინახეთ.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 17-05-2016, 17:15
ნანახია: 22 733
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама