Реклама
» » უგემრიელესი და უნაზესი ტორტი ლიმონის მკვეთრად გამოხატული გემოთი

უგემრიელესი და უნაზესი ტორტი ლიმონის მკვეთრად გამოხატული გემოთი

უგემრიელესი და უნაზესი ტორტი ლიმონის მკვეთრად გამოხატული გემოთი
ინგრედიენტები:
1 ლიმონის წვენი
კონიაკი 1 ს/კ
სახამებელი 4 ს/კ
კვერცხის გული 6 ცალი
რძე 500 მლ
შაქრის პუდრა 160 გ
დაფქული თხილი 160 გ
შაქარი 220 გ
კვერცხის ცილა 6 ცალი
ნაღები 290 მლ
შავი შოკოლადი 60 გ

მომზადება:
შაქრის პუდრა აურიეთ დაფქულ თხილთან ერთად.
მიქსერით ათქვიფეთ კვერცხის ცილა და შაქარი გამკვრივებამდე და ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ თხილისა და შაქრის მასა, ფრთხილად ამოურიეთ ხის კოვზით.
გადაიტანეთ ცომი პერგამენტაფენილ ფორმაში და მოასწორეთ ზედაპირი.
აცხვეთ 180 გრადუსზე 25-30 წუთ.
გამომგცხვარი ბისკვიტი გაყავით 2 ნაწილად.
კრემ-პატისიერი:
კვერცხის გული ათქვიფეთ 160 გ შაქართან ერთად, დაუმატეთ სახამებელი და რძე, ათქვიფეთ ერთგვაროვანი მასის მიღებამდე, დაუმატეთ ცედრა და დადგით დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ. მოხარშეთ ნაზი კრემი, გადმოდგით ცეცხლიდან და დაუმატეთ ლიმონის წვენი. გააცივეთ. ათქვიფეთ ნაღები მკვრივი მასის მიღებამდე და შეურიეთ ლიმონის გაცივებულ კრემს, ათქვიფეთ მიქსერით.
აწყობა: შეათბეთ 40 მლ ნაღები და გაადნეთ მასში შკოლადი. გააგრილეთ და დაუმატეთ კონიაკი. ერთ ბისკვიტს წაუსვით შოკოლადისა და ნაღების მასა და შედგით მაცივარში, რათა გამკვრივდეს. შემდეგ წაუსვით კრემის ნახევარი, დაადეთ მეორე ბისკვიტი და წაუსვით დარჩენილი კრემი. მზა ტორტი მთელი ღამით მაცივარში მოათავსეთ. შემდეგ გამოიღეთ და მოაყარეთ შაქრის პუდრა. დაჭერით ბასრი, ცხელი დანით.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 9-09-2016, 18:32
ნანახია: 2 075
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама