Загрузка...

Реклама
» » შემწვარი ბრინჯი ჩინურად /shemwvari brinji chinurad (kulinaria, receptebi)
loading...

შემწვარი ბრინჯი ჩინურად /shemwvari brinji chinurad (kulinaria, receptebi)

რეცეპტის ინგრედიენტები:

2 ათქვეფილი კვერცხი
¼ ჩაის კოვზი მარილი
1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
4 წვრილად დაჭრილი მწვანე ხახვი
1 წვრილად დაჭრილი სტაფილო
½ ჭიქა გაყინული ბარდა
2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
4 ჭიქა წინასწარ მომზადებული და უკვე გაცივებული ბრინჯი
1 ქათმის ბულიონის კუბიკი
2 სუფრის კოვზი წყალი
¼ სუფრის კოვზი დანაყილი ნიორი
3 სუფრის კოვზი სოიოს სოუსი
2 ჩაის კოვზი ქუნჯუთის ზეთი
~ მომზადების წესი ~

1. დადგით მოზრდილი ტაფა დაბალ ცეცხლზე და დაასხით 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი. შეწვით კვერცხი სწრაფი მეთოდით და დააქუცმაცეთ. ამოიღეთ ტაფიდან და დროებით გადადეთ.

2. დაასხით ტაფაზე კიდევ 2 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი და დაამატეთ ხახვი, სტაფილო და ბარდა. თუშეთ და თან ურიეთ 2 წუთის განმავლობაში.

3. გაალღვეთ ბულიონის კუბიკი 2 სუფრის კოვზ წყალში. დაასხით ტაფაზე და დაამატეთ ცივი ბრინჯი, ნივრის ფხვნილი, სოიოს სოუსი და ქუნჯუთის ზეთი. მსუბუქად მოურიეთ, რომ კარგად შეერიოს, და გააჩერეთ 3 წუთი. შემდეგ დაამატეთ კვერცხი და აურიეთ.

ბრინჯი მომზადებისას აუცილებლად ცივი უნდა იყოს, სხვა შემთხვევაში, წებოვანი იქნება.

გემრიელად მიირთვით!
скачать dle 10.6фильмы бесплатно
ნახვა: 1 191
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Загрузка...

რეკომენდირებული