Реклама
» » ღვეზელი მწვანე ხახვით, ქათმის ხორცით და გახეხილი ყველით/gvezeli xaxvit, xorcit da yvelit (კულინარია, რეცეპტები)

ღვეზელი მწვანე ხახვით, ქათმის ხორცით და გახეხილი ყველით/gvezeli xaxvit, xorcit da yvelit (კულინარია, რეცეპტები)

ინგრედიენტები:
მწვანე ხახვი 200 გ
კვერცხი 3 ცალი
არაჟანი 150 გ
ფქვილი 1 ჭიქა
მოხარშული ქათმის ფილე 150 გ
გახეხილი ყველი, მაგარი სახეობის 70 გ
გამაფხვიერებელი 1,5 ჩ/კ
სოდა მწიკვი
მარილი 0,5 ჩ/კ

მომზადების წესი:

დაჭერით მწვანე ხახვი. ქათმის ფილე მოხარშეთ და დაჭერით პატარა ნაჭრებად.
გახეხეთ ყველი წვრილ სახეხზე.

კვერცხი ათქვიფეთ მიქსერით, დაუმატეთ მარილი, არაჟანი, ფქვილი, გამაფხვიერებელი და სოდა. აქვე ჩაუმატეთ ხახვი და ქათმის ფილე.

კარგად აურიეთ. დაასხით ცხიმწასმულ ღუმელის ტაფაზე. შედგით 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში და აცხვეთ, სანამ არ დაიბრაწება. გამოიღეთ ღუმელიდან და მოაყარეთ გახეხილი ყველი. კვლავ შედგით ღუმელში და აცხვეთ კიდევ 5-10 წუთი.скачать dle 10.6фильмы бесплатно
loading...
ავტორი: meamasshevzleb | 1-10-2016, 17:46
ნანახია: 796
    
Уважаемый посетитель, Вы зашли на сайт как незарегистрированный пользователь. Мы рекомендуем Вам зарегистрироваться либо зайти на сайт под своим именем.
Реклама